|
2018-05-12 21:50:48, 1619 ნახვა
კომენტარი
კალაძე აქციის მონაწილეებს: არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს, ერთად ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს
„მე არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს, მე გთავაზობთ ყველას, ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე, ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრაფიკს“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს. მან შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არავისთვის მისაღები არ არის და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს: „მას შემდეგ რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენი გუნდის მთავარი მამოძრავებელი არის ადამიანი და ადამიანის სიცოცხლე. რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, ჩვენ ვისმენთ არაერთგვაროვან განცხადებებს და მიმდინარეობს სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე, რაშიც ნამდვილად ვერ დავეთანხმები, საუბარია რომ ეს არის დარტყმა კლუბურ მუსიკაზე და ამ დარგის მომავალში მის არსებობაზე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება და კლუბური სცენა, რომელიც არის ერთ-ერთი წარმატებული, აუცილებლად გაგრძელდება მისი საქმიანობა და ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა და ხელშეწყობა. ჩვენ ვამაყობთ იმ წარმატებებით, რაც ამ მიმართულებით გააჩნია ჩვენს დედაქალაქს. თუმცა უნდა გაიმიჯნოს მეორე, რაც არის ძალიან სამწუხარო და მე არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს, მე გთავაზობთ ყველას, ჩემო მეგობრებო, ჩემო დებო და ძმებო, მე ვიცი რომ ჩემდამი ამ ადამიანებს გააჩნიათ გარკვეული პატივცემულება, რასაც მე ვაფასებ, მე გთავაზობთ ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე, ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრაფიკს შესაბამის სამსახურებთან ერთად და ერთად ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სერიოზულად ურტყავს კლუბურ მუსიკას, ურტყავს იმ კონკრეტულ ახალგაზრდებს, ჩვენ გვიკვდება შვილები, დები, ძმები, ჩვენი თანამოქალაქეები და დარწმუნებული ვარ თითოეული ის ადამიანი, რომლებიც მართავენ პარლამენტთან აქციას, დაგვიდგება გვერდით და ჩვენ ერთად შევძლებთ დავამარცხოთ და ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს. მე ვსაუბრობ გუნდის სახელით. ჩვენ დილიდან შეკრებილები ვართ პრემიერის ხელმძღვანელობით და მიმდინარეობს მსჯელობა ამ საკითხზე. ჩვენ ვისმენთ შენიშვნებს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და მე მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ დაწყებულია მუშაობა და ყველა ვთანხმდებით, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არავისთვის მისაღები არ არის. ეს არის დიდი პრობლემა. შესაბამისად, აქაც თუ მათ აქვთ ინტერესი, ნახონ როგორი მოსაზრება გვაქვს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და რას ვაპირებთ მომავალში, ვთავაზობთ იმ ახლაგაზრდებს რომ შემობრძანდნენ, ჩვენი კარი არის ღია. კედელი არასდროს აღმართულა ჩვენსა და მოქალაქეებს შორის. დასხდნენ ჩვენთან ერთად და მოისმინონ ჩვენი ხედვები და მიმართულებები“, - განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება სპეცოპერაციის დროს დაკავებულებს, მისი ინფორმაციით, 8 პირიდან ორი გათავისუფლებულია, 6 კი, პატიმრობაში რჩება. „ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული იყო 8 რეალიზატორი. აქედან როგორც ვიცი 2 არის გამოშვებული და 6 პატიმრობაში რჩება. რაც შეეხება ფორმას, შეიძლება პოლემიკის საგანი იყოს ეს, თუ როგორი ფორმით უნდა ყოფილიყო, თუმცა ყველანი ვთანხმდებით, რომ ნარკორეალიზატორებს ერთად უნდა ვებრძოლოთ“, - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას ათასობით ადამიანი აპროტესტებს. მათი მთავარი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა; უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს.
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)