|
2018-05-12 20:15:01, 2159 ნახვა
კომენტარი
ანა სუბელიანი: 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს ჩვენ ერთად ვიდგებით პარლამენტთან
„17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ჩვენ ერთად პარლამენტთან ვიდგებით“, - ამის შესახებ „თანასწორობის მოძრაობის“ წევრმა ანა სუბელიანმა განაცხადა. სუბელიანის თქმით, შსს-ს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ორგანიზატორების მიერ შეთავაზებულ დროს და ადგილას უწყება მათ არ დაიცავდა. სუბელიანის თქმით, ისინი შსს-თან მოლაპარაკების გაგრძელებას აღარ აპირებენ. „წარმოუდგენელია დღეს ისინი ასე არღვევდნენ ჩვენს უფლებებს და 17 მაისს თითქოს ჩვენი უსაფრთხოება დაიცვან. არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ თითქოს 17 მაისის ექსცესების გარეშე ჩატარებით საერთაშორისო საზოგადოებასთან ქულები დაიწერონ. 17 მაისი შედგება აქ. წელს ისე როგორც არასდროს, უნდა ვიყოთ ერთად, ესეც ჩვენი თავსიუფლების ნაწილია”, –განაცხადა ანა სუბელიანმა. ცნობისთვის, კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი აპროტესტებს. მათი მთავარი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა; უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)