|
2018-05-12 18:39:50, 1403 ნახვა
კომენტარი
ჯაფარიძე: ხელისუფლება შემძვრალია ბუჩქებში და იმალება, მაგრამ დიდხანს ვერ დაიმალებიან
ისეთი საგიჟეთი, როგორიც გუშინ ღამით ხდებოდა, ამ ქვეყანაში აღარ უნდა განმეორდეს, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიზემ განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ „ექპრესნიუსთან“ საუბრის დროს აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორე დღეა ქვეყანაში დაძაბული ვითარებაა, ხელისუფლების არცერთი წარმომადეგენელი მოსახლეობასთან არ გამოსულა. მისივე თმქით, აქციის მონაწილეების და პირადად „გირჩი“- ს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ქვეყნაში ნარკოპოლიტიკა შეიცვალოს. „შეიცვალოს ნაკოპოლიტა ამ ქვეყანაში. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ხელისუფლებას საღი აზრის ფარგლებში აქამდეც უნდა გაეკეთებინა ეს - ან პრემიერი ან ქალაქის მერი უნდა გამოსულიყო და აქ მდოგმი ხალხისთვის პასუხი უნდა გაეცა თუ რა ხდება ქვეყანაში. პარლამენტის შენობასთან ამდენი ათასი ადამიანია გამოსული და კაციშვილი არ გამოდის. ვითომ გუშინ არაფერი მომხდარა. ვითომ აქ მთელი ქვეყნის პოლიცია არ იყოს მობილიზებული და ვითომ აქ წუხელ ხალხი არ უცემიათ. შემძვრალი არიან ბუჩქებში და იმალებიან მაგრამ დიდხანს ვერ დაიმალებიან“,- განაცხადა ჯაფარიძემ. მისივე თქმით, აქციები პერმანეტულ ხასიათს მიიღებს. მანვე ორგანიზატორები და მონაწილეები შეთანხმდებიან აქციის ფორმატზე. „ჯერჯერობით, არ ვართ შეთანხმებული რა ფორმატში გაგრძელდება ეს აქციები. შეიძლება პერმანენტულად გაგრძელდეს. შეიძელება ნაწილი ღამისთევით დარჩეს. ნაწIლმა დღისით შეცვალოს. ამაზე მოგვიანებით შებჯერდებით“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)