|
2018-05-12 16:31:41, 1314 ნახვა
კომენტარი
ბექა წიქარიშვილი: სახელმწიფომ გაბედა და დაუპირისპირდა ამ ქვეყნის ჯანსაღ საზოგადოებას - ამისთვის პასუხს აგებენ
„სახელმწიფომ გაბედა და დაუპირისპირდა ამ ქვეყნის ჯანსაღ საზოგადოებას - ისინი ამისთვის პასუხს აგებენ“, - ასე მიმართა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, გუშინ ჩატარებული სპეცოპერაცია იყო დარტყმა ქართულ დემოკრატიაზე. „ის რაც გუშინ მოხდა, ეს არ იყო დარტყმა კლუბებზე, ეს არ იყო დარტყმა იმ ჯგუფებზე, ვინც იბრძვის ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის, ეს იყო დარტყმა თითოეულ თქვენგანზე, ქართულ დემოკრატიაზე. სახელმწიფომ გაბედა და დაუპირისპირდა ამ ქვეყნის ჯანსაღ საზოგადოებას და ისინი ამისთვის პასუხს აგებენ. საკითხი დღეს ასე დგას - ვაპატიებთ ამას, და ვიქნებით სისტემის მონები, თუ ვიქნებით თავისუფლები. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. არ უნდა ვაპატიოთ მათ ეს ყველაფერი. მათ ფეხქვეშ გათელეს საღი აზრი. ვხედავთ ბოლო ორი თვის განმავლობაში, ყველაფერ აკეთებენ, რომ პროპაგანდისტული მანქანით დაუპირისპირდნენ პროგრესულ გზას და გზას უთმობენ ბნელეთს, ადამიანებს, რომლებიც ბედავენ, რომ ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები გამოგვაცხადონ კანონგარეშე, არაადამიანებად. ბედავენ რომ გვაწამონ, მათ ხელში არის ეს ინსტრუმენტები, მაგრამ ჩვენ ხელში არის საზოგადოებრივი ძალა და უნდა იცოდნენ, რომ ქვეყანაში ძალაუფელბა ეკუთნის ხალხს და არა სკამებზე მომსხდარ ჩინოვნიკებს“, - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა. ცნობისთვის, თბილსში, პარლამენტის შენობასთან ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა; უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს. შეგახსენებთ, გვიან ღამით, კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც შსს-ს ცნობით, 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც ახალგაზრდებმა კლუბების მიმდებარე ტერიტორიებზე აქცია გამართეს. მათ გზები გადაკეტეს. აღნიშნულს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა ადგილზე ათობით ადამიანი დააკავა. თვითმხილველების თქმით, სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. ამასთან, დაპირისპირების დროს, აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმრების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი ამ დროისთვის გათავისუფლებულია.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)