|
2018-05-12 13:36:33, 1496 ნახვა
სამართალი
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“: ძალოვანების მიერ წარდგენილი მტკიცებულება არის ფალსიფიკაცია და დადგმულია მათსავე მიერ
ნებისმიერი მტკიცებულება, რაც არ უნდა წარადგინონ ძალოვანმა ორგანოებმა, არის ფალსიფიკაცია და დადგმულია მათივე მიერ, - ასე გამოეხმაურა „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვიდეომასალის გავრცელებას, სადაც ნარკორეალიზაციის ფაქტებია ასახული. როგორც მოძრაობაში აცხადებენ, მათ აწვდიდნენ ინფორმაციას, რომ ღამის კლუბებზე "მიზანმიმართული პროვოკაცია" მზადდებოდა. „12 მაისის შავი პარასკევის მოვლენებამდე ჩვენ კონკრეტული პირები გვწერდნენ და გვაწვდიდნენ ინფორმაციას რომ იგეგმებოდა მიზანმიმართული პროვოკაცია ღამის კლუბებზე, წყაროები რომელთა სახელებს ამ ეტაპზე არ ვასახელებთ გვატყობინებდნენ რომ შსს-ს თანამშრომლებს დაკავებული ყავდათ პირები რომლთა გამოყენებასაც აპირებდნენ კლუბების წინააღმდეგ საქმეების შესაკერად. აღნიშნულის შესახებ ჩვენ ვაცნობეთ კლუბების წარმომადგენლებს, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ კლუბები დარწმუნებულნი იყვნენ საკუთარ უდანაშაულობაში, აღნიშნული ინფორმაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აღარ მიგვიცია. 12 მაისის ღამის მოვლენებმა ფაქტობრივად დაადასტურა წყაროს ინფორმაცია რაც ჩვენთვის წარმოადგენს ალიბს. მოვლენებმა ფაქტობრივად ცხადყო, რომ სამართალდამცველები მოქმედებდნენ წინასწარ გაწერილი სცენარით. წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა კლუბებში ადგილი ჰქონოდა დადგმულ საკონტროლო შესყიდვებს, რომელიც ასევე ინსცენირებული ფარული გადაღებებით აღბეჭდილი იქნებოდა ფირზე. ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით, ნებისმიერი მტკიცებულება, რაც არ უნდა წარადგინონ ძალოვანმა ორგანოებმა არის ფალსიფიკაცია და დადგმულია მათსავე მიერ. შეგახსენებთ გუშინ კლუბ ბასიანზე განხორციელებული სპეცოპერაციის დროს საგამოძიებო მოქმედებებს არ დაასწრეს არცერთი კლუბის თანამშრომელი და არსებობენ მოწმეები, რომლებიც აცხადებენ, რომ პოლიცია საკუთარი ხელით ყრიდა კლუბის ტერიტორიაზე გაურკვეველ ნივთიერებებს. ვთხოვთ საზოგადოებას, არ აყვეთ ჩამდებთა ბრიგადების სცენარებს, შეხედეთ საკითხს ცივი გონებით და გახსოვდეთ, გამსაღებლები არიან სისტემაში, ეს არის მათი რევანში საღ აზრზე და ადამიანებზე ვინც პირველებმა მიაწოდეს ინფორმაცია საზოგადოებას რომ შემოყრილია მკვლელი ნარკოტიკული საშუალებები. ეს მკვლელობებიც იყო მიზანმიმართული, სწორედ იმისთვის რომ შეექმნათ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი კლუბებისა და სიმართლისთვის მებრძოლ ჯგუფების მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულების საქმეზე ვიდეომასალა გაასაჯაროვა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)