|
2018-05-11 15:44:26, 1991 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: ჩვენ მოგვწონს ყველაფერი ის, რაც ბაზარზე ზრდის კონკურენტუნარიანობის ხარისხს და მოქალაქეების უფლებების დაცვას
ჩვენ მოგვწონს ყველაფერი ის, რაც ბაზარზე ზრდის კონკურენტუნარიანობის ხარისხს და რაც ზრდის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საბანკო სექტორის ახალ რეგულაციებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ რეგულაციები მნიშვნელოვნად შეამცირებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას. „ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ონლაინ სესხები გაქრა, შეიძლება შემცირების ტენდენცია იყოს, მაგრამ ნამდვილად არ გამქრალან ბაზრიდან.ასევე, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ აღნიშნული რეგულაცია მიკროსაფინასო ორგანიზაციების საქმიანობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. ვფიქრობ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოში არის აუცილებელი. ისინი წარმოადგენენ გარკვეულ ხიდს მცირე ბიზნესის დაფინანსებისთვის, მაგრამ რაც შეეხება თამაშის წესებს, ის უნდა იყოს საერთო. მინა ყველას შეგახსენოთ, რომ სამწუხაროდ, ფინანსურ სექტორში გვქონდა ასიმეტრიული რეგულაცია, საბანკო სექტორს ჰქონდა განსხვავებული რეგულაცია, არასაბანკო სექტორს - სხვა, ონლაინ სესხების კომპანიებს - სხვა, განსხვავებული რეჟიმი, რამაც მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო ხელი ჭარბვალიანობის პრობლემის წარმოქმნას. ვინც არის კონკურენტუნარიანი, ვისაც შეუძლია ბაზარს მიაწოდოს კონკურენტუნარიანი ფინანსური პროდუქტი, გარწმუნებთ, რომ ყველა ეს ორგანიზაცია იქნება წარმოდგენილი ბაზარზე, ხოლო ვინც დაკავებულია სპეკულაციური საქმიანობით, რა თქმა უნდა მას მუშაობის სპექტრი შეეზღუდება," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. დღეს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ ორგანიზებული კონფერენციაზე „ბარიერების მოხსნა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის საქართველოში." კონფერენციას დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი. მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიზანია, მოწვეული უცხოელი ექსპერტების, საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის, ფინანსისტების, მცირე და საშუალო ბიზნესის, კომერციული ბანკების წარმომადგენელთა ჩართულობით, შედგეს ღია დისკუსია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების და აღნიშნული სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კონკრეტულ მექანიზმებზე, მსოფლიოში ამ მიმართულებით არსებულ წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით.
(NS)
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)