|
2018-05-10 13:03:46, 1480 ნახვა
სამართალი
ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული ნივთიარებების რეალიზების ფაქტზე დაკავებულ გიორგი გოგებაშვილსა და ნინო გეგელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთი წინ მიიღო. ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა. როგორც სხდომაზე პროკურორმა ირინა ჩოჩიამ აღნიშნა, ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და ასევე მორიგი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი ერთ-ერთი ბრალდებულისთვის გიორგი გოგებაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გაუმებას ითხოვდა. აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ადვოკატის თქმით, გიორგი გოგებაშვილი ბრალს არ აღიარებს. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს ნინო გეგელაშვილს ის ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. "გიორგი გოგებაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. რაც შეეხება ნინო გეგელაშვილს მან თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ. ფსიქოტროპული ნივთიერება ამოღებული არის მხოლოდ ნინო გეგელაშვილის ავტომობილიდან. სანამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს დააკავებდნენ, განხორციელდა საკონტროლო შესწყიდვა. ეს ხდებოდა ჩანერგილი პოლიციელის მიერ, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით ახდენდა თანხების გადახდას და ნივთის აღებას. ერთ შემთხვევაში საუბარია ჰეროინზე, მეორე შემთხვევაში ბუპრენორფინზე. ამ საკითხში გეგელაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს და კატეგორიულად აცხადებს, რომ ჰეროინს და ბუპრენორფინს არასდროს ყიდდა. ის ყიდიდა ე.წ. ბიოს", - განაცხადა მარიკა ფხალაძემ. პროკურორის მტკიცებით, გამოძიებას აქვს საკმარისი მტკიცებულებები, რათა ორივე პირის ბრალეულობა დამტკიცდეს. ცნობისთვის,8 მაისს სამართალდამცველებმა 1991 წელს დაბადებული ქალბატონი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" და მეხუთე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვას და გასაღებას გულისხმობს. დაკავებულთათვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)