|
2018-05-10 12:33:25, 1534 ნახვა
სამართალი
სასამართლო ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ვარკეთილში დაკავებული ნარკორეალიზატორების სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სასამართლო ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვა გასაღების ბრალდებით დაკავებული გიორგი გოგებაშვილი ბრალს არ აღიარებს. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს ნინო გეგელაშვილს ის ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ამასთან, სასამართლო სხდომის დაწყებამდე ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის გიორგი გოგებაშვილისთვის, აღკვეთი ღონისძიების გაუქმებას მოითხოვს. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული ნინო გეგელაშვილი ამბობს, რომ გიორგი გოგებაშვილი მას ნარკოტიკების გასაღებაში არ ეხმარებოდა. დაცვის მხარემ დასძინა, რომ გიორგი გოგებაშვილის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას არც ერთი ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცველებს არ ამოუღიათ. "გიორგი გოგებაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. რაც შეეხება ნინო გეგელაშვილს მან თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ. ფსიქოტროპული ნივთიერება ამოღებული არის მხოლოდ ნინო გეგელაშვილის ავტომობილიდან. სანამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს დააკავებდნენ, განხორციელდა საკონტროლო შესწყიდვა. ეს ხდებოდა ჩანერგილი პოლიციელის მიერ, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით ახდენდა თანხების გადახდას და ნივთის აღებას. ერთ შემთხვევაში საუბარია ჰეროინზე, მეორე შემთხვევაში ბუპრენორფინზე. ამ საკითხში გეგელაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს და კატეგორიულად აცხადებს, რომ ჰეროინს და ბუპრენორფინს არასდროს ყიდდა. ის ყიდიდა ე.წ. ბიოს", - განაცხადა მარიკა ფხალაძემ. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორის ირინა ჩოჩიას განცხადებით, გამოძიებას აქვს საკმარისი მტკიცებულებები, რათა ორივე პირის ბრალეულობა დამტკიცდეს. "არის მოპოვებული და საქმეს ერთვის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სადაც არის მიმოწერა მომხმარებლის ამ გამსაღებლებთან. მიმოწერაში მომხმარებელი ინტერესდება თუ რა სახის ნარკოტიკულ საშუალებას ფლობენ გამსაღებლები, სადაც ისინი ამბობენ რომ ყველანაირ ნარკოტიკულ საშუალებას ფლობენ. პირველ შემთხვევაში მოახდინეს ჰეროინის გასაღება, მეორეში კი ბუპრენორფინის. მესამე საგამოძიებო ექსპერიმენტში მიმოწერის დროს თქვეს, რომ აქვთ მხოლოდ ე.წ. ბიო დარჩენილი და ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში ისინი მარაგის შევსებას არ აპირებდნენ", - განაცხადა პროკურორმა. ცნობისთვის,8 მაისს სამართალდამცველებმა 1991 წელს დაბადებული ქალბატონი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" და მეხუთე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვას და გასაღებას გულისხმობს. დაკავებულთათვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)