|
2018-05-09 16:31:13, 1735 ნახვა
სამართალი
ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარედგინა
ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა შენახვა გასაღების ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული: „საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ფაქტზე გ.გ. და ნ.გ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" და მეხუთე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით. გამოძიებით დადგინდა, რომ გ.გ. და ნ.გ. მობილური ტელეფონის საშუალებით, რომელშიც გააქტიურებული იყო საკომუნიკაციო საშუალება „Telegram"-ი, ახორციელებდნენ სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ გასაღებას. კერძოდ, გ.გ. და ნ.გ. „Telegram"-ის გამოყენებით მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკული საშუალებების შეძენას, ხოლო ნარკოტიკული საშუალების შემძენი პირის მიერ თანხმობის მიღების შემდეგ, უგზავნიდნენ ინტერნეტ-ტოტალიზატორის ანგარიშის ნომერს და აღნიშნულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ უგზავნიდნენ ფოტოს, მისამართის და კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც უტოვებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას. ბოლო ორი თვის მანძილზე შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გ.გ.-ს და ნ.გ.-სგან კანონით დადგენილი წესით განხორციელდა ნარკოტიკული საშუალებების რამდენიმე საკონტროლო შესყიდვა, რაც შემდგომში ამოღებულ იქნა გამოძიების მიერ, ხოლო ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლები დაკავებულ იქნენ ბრალდებულის სახით. 2018 წლის 9 მაისს, ბრალდების მხარემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულების გ.გ.-ს და ნ.გ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. დაკავებულთათვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)