|
2018-05-09 13:59:46, 1908 ნახვა
სამართალი
ვაკის პარკთან 3 პირი, მათ შორის ვალერი კვარაცხელია დააკავეს
სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციით, ვაკის პარკთან მომხდარი დაპირისპირების დროს, მოძრაობის მხარდამჭერი ნიკა შაყულაშვილი და „სოციალისტური საქართველოს“ ლიდერი ვალერი კვარაცხელია დააკავეს. „ჩვენი აქტივისტები იმყოფბოდნენ ვაკის პარკში, ანტი საოკუპაციო და ანტი რუსული ტრანსპარანტებით, სადაც ეწერა: „ რუსი არის ფაშისტი“ და „არა ოკუპაციას“. ამ დროს ჩაიარა კვარაცხელიამ და შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ქალბატონს, შეაგინა, რის შემდეგაც მიიღო პასუხი ნიკა შაყუკაშვილისგან, რომელიც იქვე იმყოფებოდა. შემდეგ კვარაცხელიას მხრიდან მოხდა ნიკას მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა. ნიკამ კვერცხი ესროლა და ამის შემდეგ, ისინი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს“, - აღნიშნა ქაცარავამ. ქაცარავას თქმით, ვალერი კვარაცხელია ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, ხოლო ნიკა შაყულაშვილი უკვე გაათავისუფლეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ადგილზე სულ სამი პირი დააკავეს. გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)