|
2018-05-09 11:26:53, 1631 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: საქართველომ უდიდესი მსხვერპლი გაიღო - დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვინც ქვეყნის გადარჩენისთვის თავი გაწირა
დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვინც თავი გაწირა ქვეყნის გადარჩენისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვაკის პარკში განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო და ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. „განსაკუთრებით მინდა, მივულოცო ვეტერანებს. ჩვენი ვალია, რომ მათი გმირობა დავაფასოთ. ჩვენ უნდა ჩავიხუტოთ ისინი გულში, ძალიან ძვირფასი ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლე დადეს სამშობლოსთვის მსხვერპლად. საქართველომ გაიღო უდიდესი მსხვერპლი 300 000-ზე მეტი ადამიანი აღარ დაბრუნდა, ზოგიერთი გმირის სახელი ცნობილია, ზოგის უცნობი. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვინც თავი გაწირა ქვეყნის გადარჩენისთვის. ვულოცავ მათ ოჯახებს პირველ რიგში ომის ვეტერანებს ამ ქვეყნად ვინც აღარ არის და წასულია, უკვე მათ ოჯახებს ვულოცავ ამ უდიდეს დღესასწაულს. საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას და მშვიდობიან სტაბილურ განვითარებას. სტაბილურობა არის ძალიან ძვირფასი რამ და ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ ამას”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)