|
2018-05-08 20:06:22, 1616 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ცქიტიშვილი: ახალგაზრდული და კლუბური ცხოვრების დემონიზაციის მცდელობა დაუშვებელია
ახალგაზრული კლუბები სოციალური სივრცეა, სადაც საზოგადოების „გათანამედროვება“ და ევროპულ ღირებულებებთან დაახლოება ხდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დროს ნარკოტიკის სავარაუდო მოხმარებასთან დაკავშირებული გარდაცვალების ფაქტების ფონზე საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ხდება კლუბური ცხოვრების დემონიზება, რაც დაუშვებელია. „საზოგადოების ნაწილის მიერ არის ახალგაზრდული და კლუბური ცხოვრების დემონიზაციის მცდელობა, რაც დაუშვებელია უპირველესად იმიტომ, რომ ეს არის ის სოციალური გარემო, სადაც ჩვენი საზოგადოების „გათანამედროვება“ და „გაევროპელება“ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევები შეიძლება კლუბებშიც ხდებოდეს, არ უნდა განვიხილოთ ისე, რომ კლუბები ამის სათავე და საფუძველია. ეს საკითხები უნდა გავმიჯნოთ. კლუბის მეპატრონეები და მესვეურები ცდილობენ ქვეყნის გათამედროვებას, ცდილობენ პროგრესს შეუწყონ ხელი. მათი დადანაშაულება არ შეიძლება არანაირად, ისევე, როგორც არ შეიძლება სახელმწიფოს დადანაშაულება რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტებში იმიტომ, რომ ეს არის ის გარემოებები, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში ყოველთვის მოხდება. სამწუხაროა, მაგრამ ადამიანი, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკს, ამ რისკის ზონაში შედის,” –განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილიმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „აქტუალური თემა“. დეპუტატის თქმით, სახელმწიფოს მიერ შერჩეული ნარკოპოლიტიკა მხოლოდ გამკაცრების პრაქტიკას არ უნდა ეფუძნებოდეს. “გამკაცრება ცალსახად არანაირი შედეგს არ მოიტანს. გვახსოვს მკაცრი პოლიტიკის ის პერიოდი, როდესაც შეიძლება ნაკლებად ხილული იყო პრობლემა, მაგრამ ის მიწისქვეშეთში და საფარში იყო გადასული. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ნარკოდამოკიდებულთა და ნარკომომხმარებელთა რიცხი არ შემცირებულა, უბრალოდ უფრო მავნე და უფრო საშიშ ნარკოტიკების მოხმარებაში გადავიდა. ამ შემთხვევაში მე მესმის, რომ არის კრიტიკა სახელმწიფოს მიმართ, რომ ის სწრაფად უნდა მოქმედებდეს, მაგრამ აქაც პასუხი არის ის, რომ ძალიან სწრაფად მოქმედებამ უკუშედეგი შეიძლება მოგვცეს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ტრაგიკულ შემთხვევებს თავიდან ვერ აირიდებდნენ, რადგან ყველა ახალი ნარკოტიკი ახალი საფრთხე და ახალი რისკია. „ხშირ შემთხვევაში შესაძლოა, სახელმწიფო უძლური აღმოჩნდეს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ პრევენცია, რომ რაც შეიძლება, ნაკლები ნარკოდამოკიდებული იყოს და გვქონდეს მექანიზმი, ასეთ შემთხვევაში ნარკოდამოკიდებული როგორ გამოვიყვანოთ იმ მდგომარეობიდან, რაშიც შესაძლოა, ის აღმოჩნდეს", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. ცნობისთვის, ბოლო ერთ კვირაში უცნობი ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ათამდე კი ინტოქსიკაციის ნიშნებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
ელჩი: ირანის დიპლომატიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია პირდაპირი დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)