06:09 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 13:09:27, 447 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბესარიონ აბაშიძე  „სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი 2015“-ს  დაესწრო.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტს world vision georgia, დემოკრატ მესხთა კავშირი და ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 5 თემატურ ჯგუფში გაერთიანებული ახალგაზრდები პოტენციურ დამფინანსებლებთან წარსადგენად  პროექტებს მოამზადებენ.  ეკოლოგია და გარემოს დაცვა, თანასწორობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ტურიზმის განვითარება და მოხალისეობა - ეს ის თემებია, რომლებიც ახალგაზრდებმა პრიორიტეტულ მიმართულებებად განსაზღვრეს.

შეხვერდაზე, რომელსაც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, წარდგენილი პროექტების დაფინანსებასა და განხორციელებაზე იმსჯელეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics