|
2018-05-08 12:33:08, 1556 ნახვა
სამართალი
ტუღუში: რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ტატუნაშვილის სიცოცხლის უფლების დარღვევისთვის
რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უფლების დარღვევისთვის, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი ტუღუშმა განაცხადა. მისი თქმით, კარგი იქნება თუ იუსტიციის სამინისტრო ამ საკითხზე აქტიურად იმუშავებს. „ მთავარი მიზანი რაც შეიძლება იყოს ამ სარჩელის, პირველ რიგში, ეს არის რომ დადგეს რუსეთის პასუხისმგებლობა უშუალოდ იმ ვანდალიზმის გამო რომელიც იქნა ჩადენილი და ამ შემთხვევაში მე პირდაპირ ვგულისხმობ იმას რომ რუსეთს დაეკისროს პასუხიმგებლობა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უფლების დარღვევისთვის. რაც უფრო მეტად აქტიური იქნება იუსტიციის სამინისტრო ამ მიმართულებით, იქნება კარგი, თუმცა ჩვენ გვახსოვს ცუდი მაგალითები, მათ შორის რუსეთ-საქართველოს საბჭოზე, სადაც ხშირად იყო საუბარი იმაზე, რომ იუსტიციის სამინისტრო არ იჩენდა არანაირ აქტიურობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს აღსრულება და რუსეთმა გადაიხადოს ის კომპენსაცია, რომელიც მან საქართველოსთან წააგო", - განაცხადა ტუღუშმა. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობს. სარჩელს იუსტიციის სამინისტრო ამზადებს. საქმეზე მოპასუხე რუსეთის ფედერაცია იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)