|
2018-05-05 10:23:26, 1594 ნახვა
სამართალი
საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ახლადგახსნილ ცენტრს უცხოელი პოლიციის ატაშეები ეწვივნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ახლადგახსნილ ცენტრს უცხო ქვეყნების პოლიციის ატაშეები და საელჩოების წარმომადგენლები ეწვივნენ. საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრმა 1 მაისიდან აქტიურ რეჟიმში დაიწყო მუშაობა. შსს-ს ცნობით, ცენტრი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმის ახალი ეტაპის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიან ცენტრში მოქალაქეთა მომსახურება „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიმდინარეობს: მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება და სხვა, სულ, 50-მდე საპოლიციო სერვისი. სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ცენტრი აღჭურვილია ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. ახალმა ცენტრმა სრულად ჩაანაცვლა საპატრულო პოლიციის ე.წ. „მე-12 ოთახი“.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)