|
2018-05-04 13:22:40, 1639 ნახვა
სამართალი
ქუთაისში, ერთ-ერთ ბარში თამბაქოს მოწევის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
სამართალდამცავებმა ქუთაისში თამბაქოს მოწევის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. შემთხვევა გუშინ, ერთ-ერთ კაფე-ბარში მოხდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დაწესებულების ერთი სტუმარი მოწევის წესის დარღვევის გამო დააჯარიმეს, ხოლო ორი სტუმარი, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. „ერთ-ერთ კაფე-ბარში, საღამოს საათებში გამოძახება იყო თამბაქოს კანონის დარღვევის შესახებ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დროულად გამოცხადდნენ. სამი მოქალაქე არღვევდა თამბაქოს შესახებ კანონს. ერთ-ერთი მათგანი დაჯარიმდა შესაბამისი მუხლით, ხოლო ორ მათგანს პატრულმა მოუწოდა, რომ აღარ მოეწიათ დახურულ შენობაში. ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციას და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ორივე მათგანი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით”, - განაცხადეს შინაგა საქმეთა სამინისტროში. შსს-ს ინფორმაციით, ის კაფე-ბარიც დაჯარიმდა, სადაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა. როგორც უწყებაში განმარტეს, დაჯარიმების მიზეზი ობიექტში მოწევის ამკრძალავი ნიშნის არ არსებობდა გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)