07:16 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 18:13:01, 1950 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: CAREC-ის პროგრამაში ჩართულობა ხელს შეუწყობს საქართველოს იქცეს რეგიონის ტრანზიტულ და ლოგისტიკურ ჰაბად

ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამაში ჩართულობა ხელს შეუწყობს საქართველო იქცეს რეგიონის ტრანზიტულ და ლოგისტიკურ ჰაბად, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ CAREC-ის წლიურ შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა. 

შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 51-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ფილიპინებში, ქ. მანილაში გაიმართა.

„ჩვენი მიზანია, მოხდეს რეგიონის უფრო მეტად ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკაში, რაშიც საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს. დღეს, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან. თუ შეხედავთ აბრეშუმის გზის ინიციატივაში ჩართული ქვეყნების სტრატეგიებს, ვნახავთ, რომ ყველა ქვეყანა მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს ინფრასტრუქტურაში. ამ თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანაა. თუმცა, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ფინანსური რესურსის მობილიზება და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაფართოება. საქართველო მიესალმება და სრულად უჭერს მხარს აზიის განვითარების ბანკის კონცეფციას, რომელიც ეხება ვაჭრობას ბარიერების გარეშე. სწორედ ამ კუთხით აზერბაიჯანთან ერთად, ჩვენ პირველი ერთობლივი საბაჟო პუნქტის მშენებლობის შესაძლებლობას განვიხილავთ. მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო კერძო სექტორის ჩართულობა, რადგან ქვეყნის ეკონომიკური მოდელი ეფექტური ვერ იქნება კერძო სექტორის მონაწილეობის გარეშე. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკი საქართველოში აქტიურადაა ჩართული კერძო და საჯარო პარტნიორობის სისტემის ჩამოყალიბების პროცესში, რაც მნიშვნელოვანია მდგრადი ეკონომიკის განვითარებისთვის ქვეყანაში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის ფარგლებში  პარტნიორობა ხელს შეუწყობს წევრ ქვეყნებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის,  ვაჭრობის, საბაჟოსა და ენერგეტიკის სფეროების განვითარებას.

საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამას 2016 წელს შეუერთდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics