|
2018-05-03 16:32:03, 1522 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: პრეზიდენტი თავს არიდებს პასუხის გაცემას და აბაშიშვილის პირით ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს ესაუბრება
„ვუპასუხებ თვითონ ბატონ პრეზიდენტს, რომელიც გიორგი აბაშიშვილის პირით გვესაუბრება - რა თქმა უნდა, ეს არის პარლამენტის კიდევ ერთი შეურაცხყოფა",- ასე გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის უარს უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ სატელევიზიო დებატებზე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრეზიდენტის გუშინდელი ნაბიჯი იყო წინასწარ დაგეგმილი დემარში. „გუშინ პრეზიდენტმა თავი აარიდა საკუთარი ანგარიშის განხილვის პროცესს და დატოვა საკუთარი ანგარიშის განხილვის პროცესი. დღეს მან თავი აარიდა საჯარო დებატებს, რომელიც პირველ რიგში, საზოგადოების ინტერესში იყო, რომ საზოგადოებას მიეღო ინფორმაცია მისი ანგარიშის შესახებ და მას გაეცა პასუხები იმ კითხვებზე, რაზეც გუშინ ითხოვდა ფორმატის შეცვლას. ეს არის ძალიან გაუგებარი, პირველ რიგში, და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრეზიდენტის გუშინდელი ნაბიჯი- ეს იყო წინასწარ დაგეგმილი დემარში",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, უმრავლესობა მზად არის დებატებისთვის დღესაც, თუმცა, სამწუხაროდ, პრეზიდენტი თავს არიდებს პასუხის გაცემას და ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს გიორგი აბაშიშვილის პირით ესაუბრება. „ჩვენ მზად ვიყავით დებატებისთვის გუშინ, ჩვენ შევთავაზეთ დღეს სატელევიზიო დებატები და მზად ვართ დებატებისთვის დღესაც, თუმცა, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი თავს არიდებს პასუხის გაცემას და გიორგი აბაშიშვილის პირით ესაუბრება ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს -150 დეპუტატს, რომელიც პარლამენტში სწორედ ხალხის პირდაპირი არჩევნებით არის წარმოდგენილი. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ასეთ სტანდარტს გვიჩვენებს და პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც გუშინ ითხოვდა. მან გუშინ მოითხოვა კითხვებზე პასუხების გაცემის შესაძლებლობა, დღეს, როდესაც შევთავაზეთ ეს შესაძლებლობა, უარს აცხადებს პირდაპირ სატელევიზიო დებატზე, სადაც საზოგადოებას შეეძლო, თავად დაენახა, თუ რამდენად ჰქონდა მას პასუხები კითხვებზე, რამდენად შეუძლია უპასუხოს იმ კრიტიკულ განწყობებს, რომელიც გუშინ პარლამენტში იყო წარმოდგენილი არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ ოპოზიციის მხრიდანაც",- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს სატელევიზიო დებატი შესთავაზა. უმრავლესობას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი უკვე გამოეხმაურა.მან აღნიშნულ შეთავაზებას უღირსი და არასერიოზული უწოდა.
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს, ისინი დარიალის გამშვებ პუნქტში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
აპრილში საქართველოსთვის ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები და აშშ წარმოადგენდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)