|
2015-05-24 13:51:03, 418 ნახვა
საზოგადოება
26 მაისის ღონისძიებების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს ჩასატარებელი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, გარკვეული ქუჩებისა და გამზირების ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. ამ მონაკვეთებზე ტრანსპორტი იმოძრავებს ალტერნატიულ გზებზე, კერძოდ: 24 მაისს 21:00 საათის შემდეგ შეიზღუდება მოძრაობა რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით და საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი), მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩის გავლით. კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი – ოქროყანის, შინდისის, წავკისის, ტაბახმელის, კოჯრისა და კიკეთის მარშრუტები იმოძრავებენ ამაღლების ქუჩამდე (N11-ის მიმდებარე ტერიტორია). 26 მაისს მოძრაობა შეიზღუდება ორბელიანის მოედანზე და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მიკროავტობუსების ბოლო გაჩერება გადავა ათონელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. 26 მაისსასევე 16:00 საათიდან 21:00 საათამდე დავით აღმაშენებლის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მარჯანიშვილის მოედნიდან თამარ მეფის გამზირის გადაკვეთამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი თამარ მეფის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებს წინამძღვრიშვილისა და კიევის ქუჩების გავლით. სატრანსპორტო მოძრაობა მითითებულ ტერიტორიებზე 27 მაისიდან აღდგება.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)