|
2018-05-02 20:02:39, 1410 ნახვა
კომენტარი
ინაშვილი უმრალესობას: პირში გეუბნებით, რომ თქვენი აზროვნებით ხართ ბოლშევიკები!
როცა ადამიანი არ იმყოფება, მასზე აუგი არ უნდა თქვა. ადამიანს ყველაფერი პირში უნდა უთხრა. მე თქვენ პირში გეუბნებით, რომ თქვენი აზროვნებით ხართ ბოლშევიკები - აი, მდინარაძის ჯგუფი!- ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა. მან პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესაც მიმართა და აღნიშნა, რომ დღევანდელი მისი საქციელი, პოლიტიკური კულტურის გააზრებისგან შორს დგას. ირმა ინაშვილმა მიმართა დეპუტატებს, რომ მათი ადეიშვილიზაციის სიმპტომებს ხედავს. „გული მტკივა, ვწუხვარ ამ ქვეყანაზე. არ მეპარება ეჭვი, რომ თქვენც თავისებურად წუხხართ და გული გტკივათ. მიხეილ სააკაშვილიც ამბობდა, მიყვარს საქართველო და სიყვარულით გაწამებთო. ეს არ მინდა, რომ დაგემართოთ და იმ სიმპტომებს, რასაც თქვენში ვხედავ – ადეიშვილიზმის სიმპტომებს, ახლავე მინდა შემოგიძახოთ, რომ განიავდით ცოტა, განიავდით და მიხვდით, ოპოზიცია რასაც გეუბნებათ, ამაში არავითარი პიროვნული მიუღებლობა არ არის. ამაში არის პრობლემის დაყენება და ამაზე საჯაროდ ლაპარაკი აუცილებელია, სანამ დაფორმირდებით სააკაშვილებად და ადეიშვილებად, რა მისწრაფებაც გაქვთ და სიმპტომებიც. მე მინდა, ჩვენს საზოგადოებას თქვენი სახელით მოვუხადო ბოდიში, რადგანაც ქართველი ხალხი, გატანჯული, დაღლილი, დამცირებული, მოტყუებული არაერთგზის თქვენ მიერ, რომ სამართლიანობას აღადგენთ დღეს, ამ ქაოსს არ უნდა უყურებდეს და კონკრეტულ პროგრამებს უნდა ისმენდეს ხალხი, ჩიხიდან როგორ გამოიყვანთ ამ ქვეყანას. მაგრამ ქვეყანა კი არ გადარდებთ თქვენ. თქვენი სავარძლების და ძალაუფლების შენარჩუნება გინდათ. აი, ეს არის თქვენი საქართველო და ეს საქართველო აუცილებლად გიპასუხებთ იმით, რომ ამ სკამებს დაკარგავთ“, – მიმართა ინაშვილმა კოლეგებს. როგორც ინაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი არაფერს განსაკუთრებულს არ ითხოვდა, გარდა იმისა, რომ დეპუტატებთან დებატებში ჩართვის და დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება მისცემოდა. “ეს მოგწონთ, რაც ახლა ხდება, როცა მხოლოდ საკუთარ თავს უსმენთ?! ჩვენ კარგად ვიცით, როგორც მთავრდება ეს უზურპატორული თვისებები“, - განაცხადა ინაშვილმა. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა დებატების კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელება მოითხოვა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნა, რომ ეს რეგლამენტის დარღვევა იქნებოდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა და განაცხადა, რომ დარბაზში იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუ დისკუსიაში ჩართვის საშუალება მიეცემოდა. პარლამენტმა რეგლამენტის შეცვლასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. რეგლამენტის შეცვლის მომხრე 28 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი, 50. შესაბამისად, დებატების პრეზიდენტის გარეშე გაგრძელდა.
უკრაინის 19 მოქალაქე შველას ითხოვს, ისინი დარიალის გამშვებ პუნქტში გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
აპრილში საქართველოსთვის ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები და აშშ წარმოადგენდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)