|
2018-05-01 13:01:53, 1754 ნახვა
კომენტარი
ფოფხაძე 17 მაისზე: რაიმე თარიღის აღნიშვნა-არაღნიშვნა კომიტეტის პრეროგატივა არ არის
„არ მგონია, რომ კომიტეტის მხრიდან რაიმე თარიღის აღნიშვნა ან არ აღნიშვნა იყოს პოლიტიკური, ან რაიმე განსაკუთრებული შეფასებების საგანი”, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს დღეს პარლამენტთან, ლგბტ ორგანიზაცია ”თანასწორობის მოძრაობის” მიერ გამართული საპროტესტო აქციის შეფასებისას. ”ყველას თავისი მოსაზრება აქვს და მე არამგონია, რომ ამ შემთხვევაში კომიტეტის მხრიდან რაიმე თარიღის აღნიშვნა ან არ აღნიშვნა იყოს პოლიტიკური შეფასებების, ან საერთოდ რაიმე განსაკუთრებული შეფასებების საგანი. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ვერავინ დაგვაბრალებს შეურიგებლობის პოზიციას. რაიმე თარიღის აღნიშვნა-არაღნიშვნა კომიტეტის პრეროგატივა არ არის. შესაბამისად ვისაც როგორ უნდა ისე აღნიშნავს 17 მაისს”, - აცხადებს გედევან ფოფხაძე. ცნობისთვის, „თანასწორობის მოძრაობის“ მხარდამჭერები პარლამენტის შენობასთან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებას აპროტესტებდნენ. როგორც მათ აღნიშნეს, კილაძის განცხადებიდან ჩანს, რომ კომიტეტი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის აღნიშვნას აღარ აპირებს იმის მიუხედავად, რომ 17 მაისის ყოველწლიურად აღნიშვნა 2017 – 2020 წლების სამოქმედო გეგმაში იყო გათვალისწინებული. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სოფო კილაძე სისტემატიურად უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს და მისი გადადგომა მოითხოვეს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)