|
2018-04-30 14:33:15, 1403 ნახვა
კომენტარი
ვეს მიტჩელი - მადლობა ქართველი მებრძოლების ოჯახებს იმ მაღალი საფასურისთვის, რომელიც მათ თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის გადაიხადეს
საქართველომ გამოამჟღავნა ერთგულება არა მხოლოდ ეროვნული თავდაცვისადმი, არამედ გლობალური უსაფრთხოებისადმი; ალიანსი ეყრდნობა ისეთ ძლიერ და თავდაცვისუნარიან პარტნიორებს, როგორიცაა საქართველო, რათა დაიცვას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ჩვენი საერთო ინტერესები მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ყოველწლიურად შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ალიანსის საქმიანობაში, მათ შორის ავღანეთის მისიაში და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ფარგლებში. „მე ვესაუბრე ამერიკელ ოფიცრებსა და რიგითებს და ვიცი, რაოდენ დიდ პატივს სცემენ ისინი თავიანთ ქართველ კოლეგებს. ერთ სულ მოსახლეზე სტატისტიკის თვალსაზრისით, საქართველომ ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი მებრძოლი გააგზავნა ავღანეთში, სადაც 32-მა ქართველმა მებრძოლმა თავი გაწირა. ამერიკა აღიარებს და პატივს მიაგებს ამ მამაც ადამიანებს. დღეს, როცა აღინიშნება საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე, ჩვენ მადლობას მოვახსენებთ მათ ოჯახებს იმ მაღალი საფასურისთვის, რომელიც მათ გადაიხადეს თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის. გარდა ამისა, საქართველოს წვლილი შეაქვს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ჩვენი საერთო ინტერესების დაცვის საქმეში. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს შეთავაზებას ამ რეგიონში პრაქტიკული თანამშრომლობის და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებასთან დაკავშრებით. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ თანამშრომლობის გაფართოებას და ჩვენი საერთო უსაფრთხოების განმტკიცებას მსოფლიოს ამ კუთხეში. ძლიერი ეროვნული თავდაცვა აგრესიის პრევენციის ქვაკუთხედია, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის. ნატოსთან პარტნიორობის შედეგად, საქართველოს აქვს აუცილებელი ინსტრუმენტები, რათა გააუმჯობესოს თავისი თავდაცვისუნარიანობა, ინსტიტუტები და ურთიერთქმედება ალიანსთან", - აღნიშნა ვეს მიტჩელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)