|
2018-04-30 10:03:05, 2180 ნახვა
სამართალი
გიორგი ყაყიჩაშვილი: შსს-ს სავრთნელ ბაზაზე ყველგან არის ნიშნები და ბანერები, რომ შესვლა აკრძალულია
„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აფეთქების დროს მიმდინარეობდა წვრთნები და დაშავებულები იყვნენ პოლიციელები, სიმართლეს არ შეესაბამება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ყაყიჩაშვილმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ცენტრის პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტის შესახებ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ტერიტორია დაცულია და განთავსებულია ბანერები, სადაც მითითებულია, რომ შესვლა აკრძალულია. „ფაქტის შედეგად დაშავებული ორივე მოქალაქე სამედიცინო დაწესებულება „ნიუჰოსპტალში“ იმყოფება და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთაგან ერთ-ერთს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. არც ერთი დაშავებული პოლიციელი არ არის, ისინი სამოქალაქო პირები არიან. მათ ფეხისა და მუცლის არეში აღენიშნებათ დაზიანებები. რაც შეეხება თავად ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ცენტრის პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მოქალაქე სოკოს შესაგროვებლად იმყოფებოდა, როგორც ეს თავად აღნიშნეს. შეგროვების დროს მათ მეტალის ნივთი იპოვეს, რომელიც ერთ-ერთმა მათგანმა მოისროლა, რის შედეგადაც აღნიშნული ნივთი აფეთქდა. ტერიტორია არის დაცული, განთავსებულია ბანერები, სადაც მითითებულია, რომ იქ შესვლა აკრძალულია. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აფეთქების დროს მიმდინარეობდა წვრთნები და დაშავებულები იყვნენ პოლიციელები, სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოპერატიულად იმუშავეს და დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც სასწრაფოდ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით რადგან გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყველგან არის ნიშნები და ბანერები, რომ ტერიტორია არის დაცული და რომ შესვლა აკრძალულია“, - განაცხადა გიორგი ყაყიჩაშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)