|
2018-04-26 14:26:35, 1618 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, პარტია კიდევ უფრო ეფექტური გახდება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებებს არ გამოიწვევს. როგორც მან აღნიშნა, გუნდი ივანიშვილის დაბრუნებას დადებითად აფასებს. "ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს პარტია „ქართულ ოცნებას“. ჩვენ მხარს ვუჭერთ მთლიანად ამ გადაწყვეტილებას. მოველი, რომ პარტიის ყრილობა სრული მხარდაჭერით ამ გადაწყვეტილებას დამტკიცებს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. კითხვაზე - რამ განაპირობა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, თალაკვაძის განმარტებით, ეს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა იყი. "ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ მან რამდენიმე კონსულტაცია გამართა ბიძინა ივანიშვილთან ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენც, საპარლამენტო უმრავლესობიდან, პარტიის ლიდერები მხარს ვუჭერთ ამ გადაწყვეტილებას და შესაბამისად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით პარტია გახდება კიდევ უფრო ეფექტური და ეს საერთო ჯამში გააჯანსაღებს იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს“, - აღნიშნა თალაკვაძემ. რაც შეეხება შესაძლო სახელისუფლებო ცვლილებებს, თალაკვაძის თქმით, მსგავსი ცვლილებები არ იგეგმება. „სხვა სახელისუფლებლო ცვლილებები არ იქნება, პრემიერი რა თქმა უნდა გააგრძელებს წარმატებით იმ საქმეს, რომელიც მას დაწყებული აქვს და პარლამენტი ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით ასევე სრულად დაუჭერს მხარს იმ რეფორმებს და იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც ჩვენ გვაქვს მიცემული საზოგადოებისთვის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)