|
2018-04-24 14:42:33, 1964 ნახვა
პოლიტიკა
შუალედური არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მორიგი სხდომა გამართა
საქართველოს პარლამენტის 2018 წლის აპრილის შუალედური არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მეხუთე სხდომა გამართა. სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე − უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე − გოჩა ლორთქიფანიძე უძღვებოდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. უწყებათაშორისმა კომისიამ მოისმინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცია „ევროპული საქართველოს“ განცხადებებზე რეაგირების შესახებ. პარტიის წარმომადგენელმა წინა სხდომაზე სააგიტაციო მასალის დაზიანებაზე ისაუბრა. კიდევ ერთი საკითხი ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენებას ეხებოდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა კომისიას მიაწოდა ინფორმაცია არჩევნებისათვის მზადების შესახებ. მისი თქმით, პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და არჩევნებში მონაწილე არცერთ სუბიექტს შენიშვნებით ან განცხადებებით ცესკო-თვის არ მიუმართავს. სხდომის ბოლოს კომისიის თავმჯდომარე გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი შეკრება უშუალოდ უძღვის წინ შუალედურ არჩევნებს, რომელიც 28 აპრილს გაიმართება. მან ვანისა და ხონის მოსახლეობას არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება უსურვა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პროცესის უპრეცედენტო სიმშვიდე ამისი საწინდარია − კომისიის მუშაობის მანძილზე სულ 3 განცხადება შემოვიდა, საიდანაც ერთი არ დადასტურდა, ორი შესწავლის პროცესშია და უფლებამოსილი უწყებების მხრიდან გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას კომისია მომდევნო სხდომაზე მოისმენს. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 48-ე მუხლის შესაბამისად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 1 მარტის ბრძანებით შეიქმნა. მისი მიზანი პარლამენტის შუალედური არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებაა. უწყებათაშორისი კომისია შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა საჯარო მოსამსახურეების, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან. ამისათვის კომისია შეისწავლის როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ისე იმ განცხადებებს, რომლებსაც კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები მიაწვდიან. კომისია ითანამშრომლებს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს. შუალედური არჩევნები №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2018 წლის 28 აპრილს ტარდება. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი, 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც. ჯამში, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისიამ 56 რეკომენდაცია შეიმუშავა.
(NS)
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)