|
2018-04-24 12:02:30, 2340 ნახვა
სამართალი
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებაში ბრიტანელი ექსპერტები ჩაერთვებიან
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის განხილვა განახლდა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. პროკურორის, ზვიად ფხაკაძის განცხადებით, დღეს ერთი არასრულწლოვანი დაიკითხება, რომელიც კონფლიქტის უშუალო მონაწილე იყო. ასევე, დღეს თვითმხილველებსაც გამოკითხავენ. „ბრალდების მხარე გააგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევას. დაიკითხება რამდენიმე მოწმე. მათ შორის ერთ-ერთი მოწმე არის პირი, რომელიც უშუალოდ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და მონაწილეობდა კონფლიქტში. ასევე, დაიკითხებიან სხვა პირები რომლებიც აღნიშნული კონფლიქტის თვითმხილველები არიან“,- განაცხადა ფხაკაძემ. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე ვარაუდობს, რომ დღეს გამოკითხული მოწმეებიც შეცვლიან ჩვენებას, როგორც მისი თქმით, ყველა აქამდე დაკითხულმა პირმა შეცვალა. „ჩვენი მოლოდინი არის დღეს, რომ თუ ბრალდების მხარე წარმოადგენს მნიშვნელოვან მოწმეს, სავარაუდოდ ეს მოწმე ისევე შეცვლის ჩვენებას, როგორც ჯერჯერობით, დაკითხულმა ყველა მოწმემ შეცვალა გამოძიების მსვლელობისას. გამოძიება აბსოლუტურად არასწორად არის წარმართული. რა თქმა უნდა სწორედ ეს განაპირობებს იმას რომ მოწმეები ცვლიან ჩვენებებს. აქვე შემიძლია მოგახსენოთ, რომ დაახლოებით 2 დღეში საქართველოში ჩამოდიან ბრიტანელი ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ მოცემულ საქმეზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“,- განაცხადა კაკაბაძემ. ამასთან, სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების მეგობრები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას სახელწოდებით – „ნუ მომკლავ – აღასრულე სამართალი“ მართავენ. აქციის მონაწილეები საქმის დროულ გამოძიებას და დამნაშავეების შესაბამისად დასჯას მოითხოვენ. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)