|
2018-04-23 12:57:02, 1715 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა რუსეთი და მის მიერ წარმოებულ პოლიტიკასთან გამკლავებაა
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები რუსეთის აგრესიასათან, რუსეთის საგარეო პოლიტიკასთან და მის მეზობლებთან ურთიერთობასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბათუმში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის შეკრებაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ გამოწვევებზე საუბრისას მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ორი თარიღი - 2007 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, სადაც რუსეთის ფედერაციის ოფიციალურმა პირებმა მათი პრივილეგირებული შეხედულებები და მათი ინტერესები წარმოადგინეს მეორე თარიღი - რუსეთში, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, „როდესაც მოვისმინეთ ახალი საგარეო პოლიტიკა, რომლითაც დაანონსდა ახალი, ცივი ომის კონცეფცია“. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა რუსეთი და მის მიერ წარმოებულ პოლიტიკასთან გამკლავებაა, რომელიც აწარმოებს ჰიბრიდულ, პროპაგანდისტულ და საინფორმაციო ომს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. "ეს არის სამომავლო გამოწვევა ჩვენთვის, რომელიც მიმართული არ არის მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, იგი ზოგადად სამომავლო გამოწვევაა, ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ჰიბრიდული ომების წინააღმდეგ. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს საქართველოს პროპაგანდული ომის წინაშეა და ამ პროცესის საშუალებით ცდილობს განხეთქილება შეიტანოს საზოგადოებაში, სოციალური მედიისა და სხვა მედია ფორმატის გამოყენებით. რუსეთი ამ პროპაგანდისტული ომის წარმოებისას ირჩევს ქვეყანაში არსებულ პრობლემას, ახდენს საზოგადოებისა და გარემოს რადიკალიზაციას მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ გამოწვევას ვერ დავუთმობთ ჩვენს დემოკრატიას და ჩვენ ერთად ამ საკითხებთან დაკავშირებით უნდა ვქმნიდეთ ჩვენ ერთობლივ გზავნილებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ რუსეთის პრეზიდენტი არ საუბრობდა ღიად საკუთარი ინტერესების გამოხატვაზე მის სამეზობლოში, მაგრამ ამის შემდეგ, 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში წარმოადგინა ხედვა სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც არის ცივი ომის ახალი კონცეფცია. „ცივი ომი ნიშნავს შეიარაღებული დაძაბულობას და პროქსის ფორმატით ომის წარმოებას. შესაძლებელია ცივ ომთან დაკავშირებით ძველი დრო დაგვიბრუნდეს. უნდა მოხდეს საქართველოს და სხვა პროდასავლური ქვეყნების დაცვა. თუ გვინდა, რომ კონფლიქტები თავიდან ავიცილოთ, უნდა მოხდეს ძალიან სწრაფი მოქმედება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)