|
2015-05-22 14:17:37, 441 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: მნიშვნელოვანია, დეკლარაციაში აისახოს კონკრეტული ვადა, როდის მიიღებს საქართველო ვიზალიბერალიზაციას
„მოლოდინი არ შეცვლილა, 2015 წელი საქართველოსთვის ევროპასთან უვიზო მიმოსვლის წელი იქნება“,-ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში უვიზო მიმოსვლის თაობაზე კონკრეტული ვადა აისახოს. ამასთან, თინა ხიდაშელი იმედოვნებს, რომ რიგის სამიტის დეკლარაცია იმ პრობლემების ადეკვატური იქნება, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს აქვს. „დღეს დილიდან პრემიერ-მინისტრი მართავს შეხვედრებს, ვფიქრობ საბოლოო პასუხი ამის დასრულების შემდეგ გვექნება. მოლოდინი არცერთი წამით არ შეცვლილა. ის ძალიან ოპტიმისტურია, რომ 2015 წელი საქართველოსთვის იქნება ევროპასთან უვიზო მიმოსვლის წელი, ეს იქნება 21 ან 22 მაისს რიგაში, თუ პირობითად 27- 28 ოქტომებრს რომელიმე სხვა ქალაქში არამგონია ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი იყოს, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში აისახოს კონკრეტული ვადა, რაც არის ჩვენი მხარის მოთხოვნა იმისათვის, რომ მოლოდინი არ იყოს რაღაც უსასრულო და დაუმთავრებელი. რაც შეეხება დანარჩენ ორ საკითხს, ჩემდა სამწუხაროდ აღმოჩნდა, ყირიმი რომ ანექსირებულია თურმე ამაზეც აქვთ ქვეყნების ნაწილს პრობლემა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება გაზიარებული ევროკავშირის მხრიდან და დეკლარაცია ადეკვატური იქნება იმ პრობლემების, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს აქვთ. აფახზეთსა და სამხრეთ ოსეთზე საუბარიც არ არის თუ კი ვინმეს ყირიმის ანექსიასთან აქვს პრობლემა“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)