|
2015-05-22 12:30:00, 367 ნახვა
საზოგადოება
„ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტის განხილვა მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოში ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის მხარდაჭერით, სასტუმრო „რადისონში“ „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტის განხილვა მიმდინარეობს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები პარლამენტის წევრების - დიმიტრი ხუნდაძისა და გიორგი ხეჩინაშვილის ავტორობით შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ. კანონპროექტთა პაკეტის განხილვაში მონაწილეობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ტუბერკულოზის და ფილტვისა დაავადებათა ეროვნული ცენტრის, რეგიონალური ფთიზიატრიული დაწესებულებების ხელმძღვანელები და წამყვანი სპეციალისტები, დარგობრივი ასოციაციის წარმომადგენლები, საპარლამენტო კომიტეტთან არსებული ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვითი პროექტების ხელმძღვანელები. ტუბერკულოზი ინფექციური, ჰაერის გზით გდამდები დაავადებაა, რომელიც აზიანებს ფილტვს. დაავადების დროულად დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში ტუბერკულოზი ინკურნება. 2014 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტუბერკულოზის გამოკვლევა ჩაუტარდა 3600 პაციენტს, ამათგან დიაგნოზი დაუდგინდა 550-ს. სტაციონარული მკურნალობა ჩაიტარა 269 ავადმყოფმა, აქედან 33 ბავშვია, 16- MDR ავადმყოფი. ტუბერკულოზით მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანი ავადდება.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)