|
2018-04-18 16:24:58, 1548 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოფხვრასთან დაკავშირებით ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, უწყების ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას, მის მიერ დაანონსებულ ეკონომიკურ პროექტებზე ისაუბრა. მინისტრი სასტარტო კაპიტალის რეფორმასა და მოსახლეობაში ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოფხვრის საკითხებს შეეხო. როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, იგი ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოფხვრასთან დაკავშირებით ძალიან პრინციპული ინება. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა მოსახლეობისთვის საკმაოდ მტკივნეულია და მის გადაჭრას ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება. „ჭარბვალიანობის პრობლემა გადაზრდილია ისეთ მასშტაბში, რომელსაც სისტემური მიდგომა და ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება. ეკონომიკური გუნდი, ეროვნულ ბანკთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე მუშაობს, რომლიც აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებს. ჩვენ არათუ შევამცირებთ ჭარბვალიანობას მოსახლეობაში, არამედ გავაკეთებთ სრულფასოვან პრევენციას იმისა, რომ ეს აღარ იყოს ასეთი სისტემური პრობლემა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. ბახტაძის განცხადებით, მოსახლეობაში ჭარბვალიანობის პრობლემას არის არასამართლიანი მიდგომის კლასიკური მაგალითი. მინისტრის განმარტებით, ჭარბვალიანობა მოსახლეობაში იმ მარტივი მიზეზის გამო დაგროვდა, რომ სესხის გაცემისას შემოსავლის დადასტურებას არავინ ითხოვდა. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არის მიუღებელი პრაქტიკა. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ახალი რეგულაციები მნიშვნელოვან წილად შეამცირებს ჭარბვალიანობას. მისივე თქმით, ბიზნესი უნდა განვითარდეს, მაგრამ ამავდროულად მოქალაქეების უფლებები დაცული უნდა იყოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)