05:55 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 10:28:31, 468 ნახვა

საზოგადოება
2015 წლის მარტი-აპრილის თვეში შეჩერებული აუქციონებისა და თავიდან არიდებული იძულებითი აღსრულების სტატისტიკა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ი „აღსრულების ეროვნული ბიურო“  მოწოდებულია, მხარეებს შორის დავა მორიგებით დასრულდეს. 

აღსრულების ეროვნული ბიუროს  აქტიური ჩართულობითა და მხარეებს შორის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად 2015 წლის მარტი-აპრილის განმავლობაში შეჩერებული აუქციონებისა და თავიდან არიდებული იძულებითი აღსრულების მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ მხარეებს შორის მორიგების მაჩვენებელმა  ორი  თვის განმავლობაში   შეადგინა 170 ერთეული; ამავე პერიოდში მორიგებით დასრულდა და, შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება  არ  განხორციელებულა 37 შემთხვევაში;   მორიგების შედეგად, ამ ორი თვის განმავლობაში, შეწყდა 19 გამოცხადებული  აუქციონი   და აღარ მოხდა  ქონების რეალიზაცია; ამავე საანგარიშო პერიოდში 1 115 მოქალაქეს  გაუკეთდა ჯარიმის განწილვადება; ორი თვის მონაცემებით, დარეგულირდა ალიმენტის 126  საქმე.

აღსრულების ეროვნული ბიუროს საერთო მონაცემებით, სულ მორიგებისა და განწილვადების რაოდენობამ ჯამურად, ყველა კატეგორიის მიხედვით, შეადგინა 1934 ერთეული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics