|
2018-04-16 17:36:44, 1806 ნახვა
კომენტარი
ოთარ კახიძე: საქართველოს პრეზიდენტად მეტი პასუხიმგებლობის მქონე პირი უნდა ავირჩიოთ
"ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით მეტი პასუხისმგებლობა მართებს. როგორც კახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა მოძალადეები და ნარკორეალიზატორები არ უნდა შეიწყალოს. "უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტი ლხელს იშვერს სხვა მიმართულებით. ერთი ჩვენ გვახსოვს ნარკორეალიზატორის შეწყალების ფაქტი, რომელშიც ფიგურირებენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ახლა უკვე მთავრობისკენ იშვერს ხელს. მთავარი ის არის, რომ პრეზიდენტი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავად შეწყალების პრეროგატივას. ამ კუთხით მან მოძალადეები და ნარკორეალიზატორები არ უნდა გამოუშვას გარეთ, თუ არ არის რამე მნიშვნელოვანი საგამონაკლისო გარემოება. მეტი პასუხიმგებლობის მქონე პირი უნდა ავირჩიოთ საქართველოს პრეზიდენტად", - განაცხადა კახიძემ. შეგახსენებთ, 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალს მამინაცვალმა ყელი გამოჭრა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. მას ბრალი დამამძიმებელ გარემობაში განზრახ მკვლელობაში ედება. მასთან ერთად სამართალდამცველებმა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. ცნობისთვის, ვეფხია ბაქრაძეს სასჯელი რამდენიმე თვის წინ შეწყალების კომისიამ შეუმსუბუქა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)