|
2018-04-16 10:39:30, 1807 ნახვა
კომენტარი
ალექსანდრე დარახველიძე: ვეფხია ბაქრაძეს ე.წ. უდოს კომისიამ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი 6-ჯერ უთხრა
ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს ე.წ. უდოს კომისიამ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი 6-ჯერ უთხრა, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე დარახველიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კომისიამ ჩათვალა, რომ ბაქრაზე საჭირო კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა, რადგან, დანაშაულის ხასიათი და მომავალში მისი განმეორებით ჩადენის რისკი არსებობდა. „ჩავთვალეთ, რომ არ აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს რა კრიტერიუმებიც არის დადგენილი. დანაშაულის ხასიათი, ეს არის ის კრიტერიუმი, რასაც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს საბჭო. ეს არის მისი წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ასევე დაწესებულებაში ქცევა. ასევე ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და ვაფასებთ იმ საკითხს, რამდენად არსებობს რისკი, რომ განმეორებით იქნას ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ყველა ჯერზე საბჭომ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება“,- განაცხადა დარახველიძემ. შეგახსენებთ, რომ ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაკავებული ვეფხია ბაქრაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას დღეს გააკეთებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)