|
2015-05-21 18:19:38, 520 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ ქედაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ქედაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ ხაბაძე ქედაში, სოფელ უჩხითში გზის მოასფალტებით სამუშაოებს დაესწრო. „უჩხითის 3,7კილომეტრიანი გზის მოასფალტებისთვის ბიუჯეტიდან 920 000 ლარია გამოყოფილი. ქედის მუნიციპალიტეტში უჩხითის, ოქტომბრის და გეგელიძეების მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს გზების მოასფალტება, სულ 8 კმ-ზე. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში მოეწყობა ბეტონის საფარი 2 კმ-ზე, სხვადასხვა გზაზე მოეწყობა 14 გაბიონი, 15 ბეტონის საყრდენი კედელი, 3 სწორკუთხა მილი და 1 ხიდი. უჩხითში გასულ წელს მახუნცეთი-უჩხითის მიმართულებით 3,1 კმ-ზე ასფალტობეტონის საფარი მოეწყო, რისთვისაც დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 706 000 ლარი დაიხარჯა. გზის მოასფალტება მიმდინარე წელსაც გრძელდება. აღნიშნული გზით სოფელ უჩხითში მცხოვრები 82 კომლი სარგებლობს. გარდა უჩხითის სოფლის მაცხოვრებლებისა, აღნიშნული გზით მახუნცეთის თემის 5 სოფელი სარგებლობს“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში. მათივე ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ დაბა ქედაში საჭიდაო დარბაზის სარემონტო სამუშაოებიც მოინახულა. „დარბაზის რემონტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარია გამოყოფილი. პროექტის ფარგლებში შეიცვლება იატაკი, დაშენდება მეორე სართული, სადაც მოეწყობა ადმინისტრაციული ოფისი, ასევე შეიცვლება ფანჯრები, გაიმართება ელექტროობა და სტანდარტების დაცვით მოეწყობა დარბაზი. ქედის სასპორტო სკოლაში ჭიდაობის 2 სახეობაში 3 სექცია ფუნქციონირებს: თავისუფალ და ქართულ ჭიდაობაში. ამ ეტაპისთვის სკოლაში 40-მდე მოჭიდავე ირიცხება, რომელთაც არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)