|
2015-05-21 18:11:09, 538 ნახვა
საზოგადოება
15 ყოფილ პატიმარს „საირმეში“ ათდღიანი სამკურნალო კურსი ჩაუტარდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ 15 ბენეფიციარს კურორტ „საირმეში“ ათდღიანი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურსი ჩაუტარდა. ამით, პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, სერვისებში იგულისხმება როგორც ექიმთა კონსულტაციები, ისე სამკურნალო აბაზანები, ლაბორატორიული გამოკვლევები და მინერალური წყლით მკურნალობა, რომლებიც ყოფილი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. სამკურნალო წყლები კურორტზე გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების მკურნალობისას, მათ შორის - თირკმლების პათოლოგიისას, ანთებისას, ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების, ღვიძლისა და ნაწლავების ანთებისას. სამკურნალო წყლებს ასევე ნერვული სისტემის, ორგანიზმის გულ-სისხლძარღვთა, ძვალ-სახსართა და ორგანიზმის ენდოკრინული სისტემების მკურნალობისას იყენებენ. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და შპს „კურორტ საირმეს" შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, წლის განმავლობაში ჯამში 48 ბენეფიციარი ისარგებლებს. შეთანხმების მიზანია, „ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის" ხელშეწყობა და პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის უფასო გამაჯანსაღებელი სარეაბილიტაციო კურსის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. როგორც იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ განაცხადა, შპს „კურორტ საირმეს" ადმინისტრაციამ გამოთქვა მზადყოფნა საკუთარი საქმიანობის ფარგლებში წვლილი შეიტანოს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სრულყოფილად წარმართვაში, რაც ძალიან მისასალმებელია. „კურორტის ხელმძღვანელობა ადასტურებს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პრიორიტეტულობას და ამ მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებებში კერძო სექტორის ჩართულობის მაღალ მნიშვნელობას. ცენტრი პროგრამის ეფექტურად განხორციელებისათვის აქტიურად თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან", - განაცხადა ჯონი კვინიკაძემ. თანამშრომლობის მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს, შესაძლებლობების ფარგლებში, საკურორტო სეზონზე ცენტრის ბენეფიციარების დასაქმების ხელშეწყობასაც.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)