|
2018-04-13 16:38:42, 1762 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ხაზარაძე: ეკონომიკის განვითარების მთელი სიმძიმე ქართულ საბანკო სისტემაზე გადადის
საბანკო სისტემა არ არის საინვესტიციო ინსტრუმენტი, საბანკო სისტემა არის საკრედიტო ინსტიტუტი და ნუ მოვთხოვთ მას ყველაფრის დაფინანსებას, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკის განვითარების მთელი სიმძიმე გადადის ქართულ საბანკო სისტემაზე. „ქართული საბანკო სისტემა არის ქართული ეკონომიკის 60%-ის პროცენტის დამფინანსებელი. ქართული საბანკო სისტემა არის არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში და მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი და გამორჩეული სისტემა. ქართულმა საბანკო სისტემამ შემოიტანა ქვეყანაში ასეულობით მილიონი დოლარი და მინდა გითხრათ, რომ რეგიონში ქართულ საბანკო სისტემას აქვს ყველაზე დაბალი განაკვეთი, რომელსაც ჩვენ ვიძლევით კორპორაციებზე. უფრო მეტს გეტყვით, რომ ჩვენი დაფინანსებული კორპორაციები, ქართულ კორპორაციებზე და კომპანიებზე მაქვს საუბარი, ფინანსურად და პროცენტული თვალსაზრისით უფრო დაბალია, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საკრედიტო განაკვეთები, რომლითაც ისინი საქართველოში აფინანსებენ დამფინანსებელს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ არ არსებობს ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმები. არ არსებობს ქვეყანაში განვითარებული კაპიტალური ბაზარი, არ არსებობს საფონდო ბირჟა, არ არსებობს ფონდები, ვენჩურ კაპიტალი, რომელიც იმედია შეიქმნება იმ რეფორმების შესაბამისად, რომელიც მიმდინარეობს. მაგრამ ვიმეორებ, მთელი სიმძიმე ეკონომიკის განვითარების გადადის ქართულ საბანკო სისტემაზე. მე დაგისახელეთ ციფრი, მარტო „თიბისი ბანკის“ მონაცემებით სამ მილიარდ ნახევარი გვაქვს ჩვენ ინვესტირებული მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებში ქართულ კომპანიებში. ამას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ხაზარაძემ. ხაზარაძე მედიაში გავრცელებულ ფინანსთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „საბანკო სისტემა არ უწყობს ხელს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას და ის მუხრუჭის როლს ასრულებს“. „მე ვერ გეტყვით, რატომ ვიღებთ ასეთ განცხადებას. მე ერთი რამ ვიცი, რომ საბანკო სისტემა არის სენსიტიური თემა. თუ ჩვენ ვართ საბაზრო ეკონომიკაში, საბაზრო ეკონომიკა ნიშნავს თავისუფალ, კონკურენტუნარიან გარემოს, საბანკო სისტემა არის ძალიან კონკურენტუნარიანი. წარმოდგენილი არის ოცზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბანკი. როგორც მოგახსენეთ, ორ ბანკს მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან ჰყავს მოზიდული მაღალი კლასის ინვესტორები. თქვენ ეს სტატისტიკა შეგიძლიათ ნახოთ და მოგაწვდით უახლოეს მომავალში, თუ რამდენი ასეული მილიონი დოლარი შემოგვაქვს ქვეყანაში ეკონომიკის დასაფინანსებლად. ვფიქრობ, რომ ქვეყანაში უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი, ქვეყანაში უნდა განვითარდეს ის ადგილები, სადაც ალტერნატიული დაფინანსებები შეიქმნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საბანკო სისტემა არ არის საინვესტიციო ინსტრუმენტი. საბანკო სისტემა არის საკრედიტო ინსტიტუტი და ნუ მოვთხოვთ, მას ყველაფრის დაფინანსებას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)