03:24 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 23:17:55, 1867 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: სტარტაპების დაფინანსება მნიშვნელოვანია, სხვაგვარად ვერ მივაღწევთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც მოქალაქეებზე აისახება

სტარტაპების დაფინანსება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ სხვაგვარად ვერ მივაღწევთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე აისახება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში. მისი თქმით, სასტარტო კაპიტალის რეფორმის ხელშეწყობა ეხება რამდენიმე ჯგუფს.

„პირველი ესაა - საშუალო და მცირე ბიზნესი, მეორე - ესენი არიან ჩვენი ახალგაზრდები, სტარტაპერები და მესამე ჯგუფი  - ესენი არიან ჩვენი ემიგრანტები. სტარტაპების ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოში დღეს არსებობს ყველა რესურსი იმისა, რომ ადგილობრივი ინტელექტუალური ცოდნა გაიყიდოს საერთაშორისო ბაზარზე. 21-ე საუკუნე არის ციფრული ეკონომიკის ეპოქა და ჩვენ თუ  ამ სექტორში არ გვექნება წარმატება, ვერც ქართული ეკონომიკა იქნება წარმატებული. მით უფრო, რომ ჩვენს ახალგაზრდებში არის ის ენერგია და ის ცოდნა, რომ მათ ეს სექტორი განავითარონ," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი განცხადებით, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ეს რეფორმა შეეხება ემიგრანტებს.

„მესამე ჯგუფი, რომელსაც ეს პროგრამა უნდა შეეხოს, არიან ჩვენი ემიგრანტები. ეს არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არის ძალიან შემოქმედი, რომელმაც დააგროვა მძლავრი ადამიანური კაპიტალი.  შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შევქმნათ ისეთი გარემო საქართველოში, მათ შორის, სასტარტო კაპიტალის მიწოდების, საგადასახადო რეჟიმის თვალსაზრისით, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ სამშობლოში და დაიწყონ ეკონომიკური აქტივობა," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics