|
2018-04-12 16:18:42, 1626 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ვვარაუდობ, რომ ცვლილებები შეეხება პოლიტსაბჭოს და სარევიზიო კომისიას
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობა, სავარაუდოდ, მაისის მეორე ნახევარში ჩატარდება, სადაც, სავარაუდოდ, ცვლილებები პოლიტსაბჭოს და სარევიზიო კომისიას შეეხება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა. „უახლოეს მომავალში ჩატარდება პარტიის ყრილობა, ახლა ტარდება რაიონული და საქალაქო კონფერენციები. დასრულდება კონფერენციები, სავარაუდოდ, მაისის მეორე ნახევარში, ჩატარდება პარტიის ყრილობა, სადაც წესდების თანახმად, უნდა განახლდეს, ბუნებრივია, ხელმძღვანელი ორგანოები. რაც შეეხება განახლებას, ეს შეეხება არსებითად, მხოლოდ და მხოლოდ, მე ვფიქრობ, მხოლოდ პოლიტსაბჭოს და სარევიზიო კომისიას. ეს, რა თქმა უნდა, არის საბოლოო ჯამში, თვითონ ყრილობის წევრთა, პარტიის წევრთა გადასაწყვეტი, თუმცა, ჩემი ვარაუდია, რომ ცვლილებები შეეხება პოლიტსაბჭოს და ასევე, სარევიზიო კომისიას. პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ჯერ პოლიტსაბჭო, ანუ კანდიდატებს წარადგენს პოლიტსაბჭო, შემდეგ, გადაწყვეტილებას საბოლოოდ იღებს ყრილობა. აღმასრულებელ მდივანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს გენერალური მდივანი. მისი გადასაწყვეტია, კახი კალაძის მაგივრად მე ვერ მოგახსენებთ დავრჩები თუ არა აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)