|
2018-04-12 15:59:54, 1651 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: პარლამენტში ნამდვილად არსებობს ჯგუფი, რომელიც ჩემი საყრდენია, მაგრამ ეს ეჭვიანობის საფუძველი არ უნდა გახდეს
პარლამენტში ნამდვილად არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ჩემი უშუალო საყრდენია, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს არც ეჭვიანობის და არც არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს და თავისუფალი კენჭისყრები ტარდება. „პარლამენტში ნამდვილად არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ჩემი უშუალო საყრდენია. ესენი არიან - პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, უმრავლესობის ლიდერი, ფრაქციის თავმჯდომარე. პარლამენტში პროცესები იმ იერარქიის შესაბამისად უნდა წარიმართოს, რომელიც არის ჩამოყალიბებული. ამას შემდეგ ემატება კომიტეტების თავმჯდომარეები და ასე შემდეგ. ეს არის ნორმალური პროცესი, როცა ურთიერთობები იერარქიის შესაბამისად განისაზღვრება. ეს არ უნდა გახდეს არც ეჭვიანობის საფუძველი და არც არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ყველა დეპუტატთან - 116-ვე დეპუტატთან უმრავლესობის სხდომების ფორმატში. დისკუსიის ნაკლებობა არ გვაქვს. პარლამენტმა გასული წელიწადნახევრის განმავლობაში 20 საკვანძო გადაწყვეტილება მიიღო და 20-ვე საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის ფორმატში სიღრმისეული განხილვა გვქონდა და თითოეულ დეპუტატს ჰქონდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. გუნდში არის ძალიან დემოკრატიული პროცესი და ძალიან ხშირად ტარდება თავისუფალი კენჭისყრები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)