|
2018-04-12 14:39:37, 1399 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: „ფრიდომ ჰაუსის“ დასკვნებში მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მიკერძოება იკვეთება
„მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის ავტორები ვერ ახერხებენ შინაარსობრივად ხელისუფლების გაკრიტიკებას, დასკვნებში აშკარად იკვეთება მათი მიკერძოება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „Freedom House"-ის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა. ამერიკული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს პარლამენტის თავმჯდომარე საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა და დოკუმენტში წარმოდგენილ რამდენიმე ასპექტზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველომ ფუნდამენტური წინსვლა განიცადა, თუმცა, ამის ფონზე, ანგარიშის თანახმად, 7 ბალიან შკალაში მხოლოდ საქართველოს რეიტინგი მხოლოდ 12 მეასედით არის გაუმჯობესებული. „ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რამდენად ფუნდამენტური წინსვლა განიცადა ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. 2012 წლამდე არსებული მოცემულობა იყო გაყალბებული არჩევნები, ნულოვანი ბალანსი ხელისუფლების ორგანოებს შორის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა - მათ შორის ადამიანების წამების, გაუპატიურების, საკუთრების ხელყოფის სისტემური პრაქტიკა, სასამართლოს სრული დაქვემდებარება იუსტიციის სამინისტროზე, ხელისუფლების ტოტალური თვითნებობა. ეს პრობლემები საქართველოში 2012 წლიდან არსებითად გადაიჭრა. ამ ფონზე, ანგარიშის თანახმად, 7-ბალიან შკალაში მხოლოდ 12 მეასედით არის გაუმჯობესებული საქართველოს რეიტინგი დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, რაც ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს",- განაცხადა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა. მისივე თქმით, კვლევის თანახმად, 2012 წელთან შედარებით, არ შეცვლილა ქვეყნის რეიტინგი მედიის თავისუფლების სფეროში, რაც პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ღიმილისმომგვრელია. ირაკლი კობახიძის თქმით, მედიის თავისუფლების სფეროში 2012 წლისა და დღევანდელი რეიტინგების იდენტობა ანგარიშის ტენდენციურობაზე მეტყველებს. „გარდა ამისა, კვლევის თანახმად, 2012 წელთან შედარებით, საერთოდ არ შეცვლილა ქვეყნის რეიტინგი მედიის თავისუფლების სფეროში, რაც, ბუნებრივია, ღიმილისმომგვრელია. 2012 წლის მოცემულობა იყო ხელისუფლების სრული მონოპოლია მედიაგარემოზე. 2004-12 წლებში სამივე საერთო ეროვნულ მაუწყებელზე - რუსთავი 2-ზე, იმედსა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე უკანონო გზით გავლენა მოიპოვა მიხეილ სააკაშვილმა და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. სამივე არხი ასრულებდა ხელისუფლების რუპორის ფუნქციას და უზრუნველყოფდა ე.წ. ბრეინვოშინგს, ანუ ტვინის გამორეცხვას ხელისუფლების სასარგებლოდ. საინტერესოა, რომ ანგარიშში ასევე გაკრიტიკებულია სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ზე საკუთრების უფლების დაბრუნება იმ პირისთვის, რომელსაც, როგორც მთელი ქართული საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ნაციონალურმა მოძრაობამ წაართვა ტელევიზია პოლიტიკური მიზნებისათვის. ამ ყველაფრის ფონზე, მედიის თავისუფლების სფეროში 2012 წლისა და დღევანდელი რეიტინგების იდენტობა ანგარიშის ტენდენციურობაზე მეტყველებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ა
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)