|
2018-04-12 13:58:10, 1585 ნახვა
კომენტარი
სოზარ სუბარი Freedom House-ის დასკვნას დაუსაბუთებელს და ტენდენციურს უწოდებს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის დასკვნას დაუსაბუთებელს, ფაქტებისგან შორს მდგომს და ტენდენციურს უწოდებს. „იმდენად ტენდენციურია, რომ აზრიც არ აქვს ამაზე კომენტარების გაკეთებას. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თირთქოს შარშან, საანგარიშო პერიოდში მოხდა „იმედში“ შეჭრა, შარშან დაუშინეს ტყვიები „იბერიას“. „რუსთავი2“-ის საქმეზე დავა იყო ყოფილ და პირვანდელ მესაკუთრეებს შორის, რაც ევროპულ სასამართლოში გაგრძელდა და მიხარია, რომ ეს საქმე წავიდა ევროსასამართლოში იმიტომ, რომ თუ ევროსასამართლო მიიღებს ერთ გადაწყვეტილებას, იქნება სანდო, თუ მეორეს მიიღებს, ისიც იქნება სანდო ყველასთვის“,-აღნიშნა სუბარმა. მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია მცირედით გაუარესდა, - ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშშია აღნიშნული. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, მედიის თავისუფლების კუთხით საქართველომ 4.25 ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 2014-2017 წლებში - საქართველოს ქულა 4.00 იყო. "პოზიციის გაუარესება უკავშირდება საზოგადოებრივი მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ კი, რედაქციის პოლიტიზირებას, ასევე დამოუკიდებელ (კრიტიკულ) ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე ზეწოლას, ასევე, პრო-სახელისუფლებო ტელეკომპანიების მფლობელებს შორის კონდოლიდაციას", - ნათქვამია ანგარიშშია. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე ვასილ მაღლაფერიძის დანიშნვას უკავშირდება, არხზე პოლიტიკური გადაცემების დახურვა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ვასილ მაღლაფერიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ არხზე მუშაობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)