|
2018-04-12 12:12:00, 1439 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: საქართველო ერთ-ერთი პირველი შეუერთდა „ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივას“ და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია
„ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივა" (BRI) მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ყველა მონაწილე ქვეყანას, რადგან იგი ხელს უწყობს რეგიონულ თანამშრომლობას, სახელმწიფოებს შორის ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო კავშირების განვითარებას, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ჩინეთის სახალხო ბანკის მაღალი დონის კონფერენციაზე „მაკროეკონომიკური და ფინანსური პლატფორმები სარტყლისა და გზის ინიციატივის წარმატებული იმპლემენტაციისთვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ინიციატივა ასევე გულისხმობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის და სოციალური კეთილდღეობის ზრდას ყველა მონაწილე ქვეყნისთვის. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, „ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივის" იმპლემენტაციას მნიშვნელოვანი ინვესტიციები და კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ესაჭიროება. მისი განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი იყო იმ პირველ ქვეყნებს შორის, რომელიც შეუერთდა BRI-ის ინვესტიციას და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ამ მიმართულებით. „მინდა აღვნიშნო, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ჩვენ ჩინეთთან გაგვაჩნია, რა თქმა უნდა დაიწყო სწორედ იმ პირველი ბიძგიდან, რომელსაც „ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივის" მიერთება ერქვა. საქართველო დღეს უკვე აბრეშუმის გზის ძირითადი მონაწილე ქვეყანაა, ჩვენ ორჯერ ვუმასპინძლეთ ფორუმს ჩვენს ქვეყანაში და ინტერესი რა თქმა უნდა, ძალიან დიდია", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მოუტანოს სარგებელი. კერძოდ კი, შეიქმნას დამატებითი ღირებულების სერვისები დ ა პროდუქტები. „ისეთები, როგორიც არის ლოჯისტიკური ცენტრები, სადაც ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და შესაბამისად, ახალი დამატებითი ღირებულება შეიქმნება ჩვენს ქვეყანაში" , - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო სრულად იზიარებს „ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივის" თანამშრომლობის ხუთ ძირითად პრიორიტეტს და ყოველთვის მიესალმება ახალ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონული კავშირების გაძლიერებასა და საერთაშორისო გადაზიდვებისა და ვაჭრობის ხელშეწყობას.
(NS)
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)