|
2018-04-11 15:17:51, 1500 ნახვა
ეკონომიკა
საექსპორტო ბაზრებზე „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქციაზე მოთხოვნა გაორმაგდა
2017 წელს „ქართული ლუდის კომპანიაში“ საექსპორტო მაჩვენებლები გაორმაგდა. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ექსპორტის მენეჯერი ლევან ოსეფაიშვილი განმარტავს, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით „ქართული ლუდის კომპანიას” ექსპორტის 100%-ზე მეტი ზრდა დაფიქსირდა. 2017 წელს „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქცია 25 საექსპორტო ბაზარზე გაიყიდა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს, ევროპის, აშშ-ს, დსთ-სა და გალფის ქვეყნებს. კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ 2017 წელს არსებულ საექსპორტო ბაზრებზე ზრდა დაფიქსირდა სრულ ასორტიმენტზე, თუმცა 2017 წელს ყველაზე მოთხოვნადი მაინც ლუდი, ლიმონათი და ენერგეტიკული სასმელები იყო. „ქართული ლუდის კომპანიის“ ექსპორტის მენეჯერის ლევან ოსეფაიშვილის განმარტებით, 2018 წელს კომპანიის პროდუქცია ჩინეთის ბაზარზეც შევა, რაც ქართული კომპანიისთვის გაყიდვების ზრდის წინაპირობაა. „ვმუშაობთ ჩინეთის ბაზარზე შესვლისთვის. ჩინეთის ბაზარი საკმაოდ დიდი ბაზარია და ვფიქრობთ, რომ საექსპორტო მოცულობებიც დიდი იქნება, თუმცა კონკრეტულ ციფრებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ, რადგანაც ესეც მოლაპარაკებების საკითხია", აცხადებს ოსეფაიშვილი. მისივე თქმით, ჩინეთის ბაზარზე მოსახვედრად „ქართული ლუდის კომპანია“ მოლაპარაკებებს 3 ჩინურ კომპანიასთან აწარმოებს. კომპანიის მენეჯმენტი განმარტებით, ჩინურ ბაზარზე შესატანად განიხილება სრული ასორტიმენტი, ეს იქნება ლუდი, ლიმონათი, ნატურალური წვენები თუ ენერგეტიკული სასმელები. „ქართული ლუდის კომპანიაში“ აცხადებენ, რომ კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტორია, რომ ექსპორტზე მომუშავე პარტნიორებისგან პროდუქციის რაოდენობაზე მოთხოვნა ყოველ ჯერზე იზრდება. „თითოეული ასეთი შემთხვევა გვაძლევს დამატებით მოტივაციას და სიამაყის განცდას, რომ ჩვენი კომპანიის მიმართ სანდოობა მაღალია და შედეგად, დღითიდღე იზრდება მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე“ - განაცხადა „ქართული ლუდის კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა მიქაცაძემ. მისი თქმით, ქვეყნები, რომლებიც ზრდიან მოთხოვნას ზედაზენის პროდუქციაზე ცალსახად აღიარებენ ქართულ ხარისხს და ქართული წარმოების შესაძლებლობებს და სტანდარტებს. შეგახსენებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანია" დაარსდა 2011 წელს ერთი მიზნით: გამხდარიყო საქართველოს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ბაზრის ლიდერი. საწარმოს მშენებლობა დაიწყო 2011 წლის მაისში. მიუხედავად იმისა რომ საწარმო იქმნებოდა ცარიელ ადგილზე, მშენებლობის დაწყებიდან 7 თვეში უკვე შესაძლებელი გახდა საცდელი ლუდის ხარშვების დაწყება. ასეთ მცირე დროში თანამედროვე ევროპული სტანდარტის წარმოების აწყობა შესაძლებელი გახდა ცეზარ ჩოჩელის გარშემო შემოკრებილი გუნდის გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით. 2012 წლის 2 აპრილს საგურამოში საზეიმოდ გაიხსნა ლუდსახარში "ზედაზენი"; საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა ლუდი "ზედაზენი" და ლიმონათი "ზედაზენი".
(NS)
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)