|
2018-04-10 16:41:47, 1588 ნახვა
ეკონომიკა
ანაკლია სითისა და აბუ-დაბის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აბუ-დაბის საერთაშორისო ფინანსური ცენტრს - Abu Dhabi Global Market (ADGM) -სა და „ანაკლია სითის“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მხარეებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. ხელმოწერას საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ADGM- ის თავჯდომარე აჰმედ ალ საიეგი დაესწრო. შეთანხმებას ხელი მოაწერეს „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა და ADGM- ის ფინანსური მომსახურების მარეგულირებელ ორგანოს საერთაშორისო საქმეთა დირექტორმა ფილიპ რიჩარდმა. 1992 წლიდან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები გრძელდება როგორც ეკონომიკურ, ისე ადმინისტრაციულ და სოციალურ სფეროებში. ADGM- ისა და „ანაკლია სითის“ შორის მიღწეული ეს შეთანხმებაც საფინანსო მომსახურების, რეგულაციებისა და სხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და მომავალი თანამშრომლობის საფუძველია. „ADGM- ი გლობალური ლიდერია ბიზნესის განვითარების მიმართულებით ინოვაციური მიდგომების ძიებაში. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც ორ ზონას შორის ცოდნის გაძლიერების, ისე ეკონომიკურ ურთიერთობის გაღრმავებისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით,“- განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა. ADGM- ის აღმასრულებელმა დირექტორის თქმით, „ანაკლია სითისთან“ მემორანდუმის გაფორმება მათთვისაც სასიხარულოა: “მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა და ADGM- ის ინოვაციური და საერთაშორისო პლატფორმის მეშვეობით ხელი შევუწყოთ ჩვენს პარტნიორს წამყვანი ეკონომიკური ზონა გახდეს საერთაშორისო ასპარეზზე. “ Abu Dhabi Global Market (ADGM) - ბიზნესისა და ფინანსების გლობალური ცენტრი, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში მდებარეობს, სტრატეგიულ ეკონომიკურ კავშირს ამყარებს ახლო აღმოსავლეთს, აფრიკას, სამხრეთ აზიასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. ADGM თავისუფალი ეკონომიკური ზონაა, რომელიც კომპანიებს ინოვაციურ განვითარებაზე მორგებულ განსაკუთრებულ კანონმდებლობასა და რეგულაციებს სთავაზობს. კომპანია „ანაკლია სითიმ“ ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაზე მუშაობა 2017 წლის ივნისში დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ დაამყარა კომუნკაცია 100-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან და ბევრ მათგანთან პარტნიორობა დაიწყო; ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებებს მოაწერა ხელი მსოფლიოში ცნობილ, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და თანამედროვე ინჩეონის ეკონომიკურ ზონასთან (სამხრეთ კორეა), ხორგოსის ეკონომიკურ ზონასთან (ყაზახეთი), საერთაშორისო ლოგისტიკურ და გადამზიდავ კომპანიებთან, მათ შორის კორეულ კომპანია „პანტოს ლოგისტიკთან“ და ევროპულ კომპანია „გებრიუდერ ვაისთან“; მოლაპარაკებებს აწარმოებს მსოფლიოს გიგანტ ელექტრონული გაყიდვების კომპანიებთან, და განაგრძობს სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრას ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის, ისევე როგორც საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის წარმოსაჩენად.
(NS)
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)