|
2015-05-21 13:23:26, 465 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი სტამბოლში აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია დღეს, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გამართვის მიზნით, სტამბოლში გაემგზავრნენ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო წითელი ჯვრის ეგიდით, 2010 წელს შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხებს შეისწავლის. დღემდე, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან 7 შეხვედრა გაიმართა. ამასთან, მათივე ცნობით, შეხვედრას წინ უძღოდა სამუშაოები, როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, რომლის დროსაც 10-ზე მეტი სამარხი იქნა იდენტიფიცირებული. „მოლაპარაკების შედეგად, 2014 წლის გაზაფხულზე არგენტინელი ექსპერტ-ანთროპოლოგების მონაწილეობით განხორციელდა ბაბუშერას სასაფლაოზე ძმათა სამარხის ექსჰუმაცია. იდენტიფიცირების მიზნით, 30 ნეშტი გადმოსვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. დნმ-პროფილები და დაღუპლთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები იდენტიფიცირებისათვის ზაგრების ლაბორატორიაში გადაიგზავნა. ამ ეტაპზე უკვე იდენტიფიცირებულია 9 ნეშტი. ვასიკო წიკლაური, ნუკრი წიკლაური,თემურ ზალდასტანიშვილი, ზურაბ ზალდასტანიშვილი, გიორგი ჩარგეიშვილი, მალხაზ ფირანიშვილი, ზურაბ მელიშიანი, რუსუდან ჩხეტიანი და კახა აბულიძე დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები 25 მაისს დასრულდება“,-აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)