01:36 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-05 19:25:40, 1763 ნახვა

კომენტარი
პეტრიაშვილი ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში პროფკავშირების ჩართვას ითხოვს

პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ტყიბულის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში პროფკავშირების ჩართვას ითხოვს.

როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, რაც ხდება ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით, ეს არის კატასტროფა.

"ყველაფრის განსაზღვრა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, თუ მთავრობა და შახტის ადმინისტრაცია კომისიაში ჩვენს წარმომადგენელს ჩართავს. იმის გარეშე, რომ მათ თვითონ გამოიძიონ და საზოგადოებას და ჩვენ მოგვცენ ინფორმაცია იმაზე, თუ რა მოხდა რეალურად, ბუნებრივია, ამ ინფორმაციის სანდოობა ძალიან დაბალი იქნება საზოგადოებისა და პროფკავშირებისთვის. პროფკავშირებს აქვს გამოცდილება, როგორ ცდილობდნენ ყოველთვის, რომ ჩვენი წარმომადგენელი კომისიაში არ ჩაერთოთ. ვიზიარებთ ტრაგედიას. ეს არის კატასტროფა, რაც ხდება ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით. ზოგადად კანონმდებლობას ჯერჯერობით ვმიჯნავთ იმ უბედურებისგან, რაც ტყიბულს და მთლიანად საქართველოს დაატყდა თავს, სანამ რეალობა არ გვეცოდინება, რისგან მოხდა ამ მასის ჩამოწოლა, როგორ წარმოიქმნა ჰაერის ტალღა", - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics