|
2018-04-05 15:03:57, 3581 ნახვა
კულტურა
თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ლევან სონღულაშვილის პერსონალური გამოფენა „სტიქსი" გაიხსნა
თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, გალერეა „ერთი" ქართველი არტისტის, ლევან სონღულაშვილის პერსონალურ გამოფენას „სტიქსი" მასპინძლობს. „სტიქსი" მულტიმედიური პროექტია, რომელიც ხელოვანის მიერ შექმნილ ფერწერულ ნამუშევრებს, ვიდეოსა და ინსტალაციას აერთიანებს. ბოლო წლების მანძილზე, ლევან სონღულაშვილი ისეთი ხელოვანების ტრადიციას იზიარებს, რომლებიც მედიტაციურ ცნობიერებას ასახავენ. პროექტის სახელწოდება უკავშირდება მითოლოგიურ მდინარე სტიქსს, რომელიც რადიკალური ცვლილების სიმბოლოს წარმოადგენს და ხილულიდან უხილავ სამყაროში გადაჰყავს სულიერები. შესაბამისად, ექსპოზიცია დამთვალიერებლის ერთგვარი მოგზაურობაა საკუთარ ცნობიერსა და არაცნობიერს შორის. გამოფენის კურატორია მსოფლიო არტ-სამყაროს ერთ-ერთი გავლენიანი ბრიტანელი კრიტიკოსი, მარკ გიზბურნი, რომელიც საქართველოში სპეციალურად პროექტის პრეზენტაციისთვის ჩამოვიდა. საქართველოში ლევან სონღულაშვილის პერსონალურ გამოფენას წინ უძღოდა ბერლინში, გალერეა კონფელდში (Galierie Kornfeld) მისი ნამუშევრების წარდგენა, რომელიც ახლაც გამოფენილია საგამოფენო სივრცეში. ლევან სონღულაშვილის ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოიფინა ევროპისა და ამერიკის ცნობილ საგამოფენო სივრცეებში. მისი სამი ფერწერული ტილო წარმატებით გაიყიდა სოტბის აუქციონზე. ლევანს არაერთი საერთაშორისო აღიარება აქვს მიღებული. 2017 წელს, ქართველი არტისტი აშშ-მ ექსტრაორდინარულ ხელოვანად აღიარა და მწვანე ბარათით დააჯილდოვა. გასულ წელს მეტროპოლიტენ ხელოვნების მუზეუმში ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი 1000-ზე მეტ ნამუშევარს შორის დასახელდა ხალხის რჩეულად. ქართველი არტისტის პერსონალურ გამოფენას გალერეა „ერთი" 22 მაისამდე უმასპინძლებს.
(NS)
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)