02:34 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-04 17:47:00, 1558 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: ჩვენი პრიორიტეტია, მოხდეს მოსახლეობაზე ორიენტირებული ეკონომიკური ზრდა, რომელიც ემსახურება მცირე და მიკრო მეწარმეობის წახალისებას

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის მიზანია, ქვეყანაში მიღწეულ იქნას ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა,   რომელიც შეეხება თითოეულ ოჯახს და თითოეულ მოქალაქეს შეეხება.
 
„დღეს ეს პრობლემა დგას და დგას, ძირითადად, რეგიონებში. ჩვენი მოქალაქეები ვერ ახერხებენ ბიზნესზე თავიანთი პროდუქციის რეალიზაციას. უმრავლეს შემთხვევაში, ეს არის სასოფლო-სამეურნეო საქონელი. ჩვენი ინიციატივის შედეგად, ეს საგადასახადო ბარიერი მოიხსნება და ბიზნესი წყაროზე დაბეგვრის გზის მექანიზმით, შეძლებს ჩვენი მოქალაქეებიდან იყიდოს ნებისმიერი ტიპის პროდუქცია და შესაბამისად, გამოქვითოს თავის ხარჯში," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
 
მისი თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების კუთხით შემუშავებული საგადასახადო ინიციატივების საკითხზე, გაიმართა შეხვედრები რეგიონებში, სადაც  ბევრი აქტუალური და საინტერესო რეკომენდაცია და წინადადება იქნა მიღებული.
 
„დღეს, ჩვენ მიერ ინიცირებული თემაც სწორედ ასეთი აქტუალური საკითხია. ამასთან ერთად,  ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ პირები, რომლებიც არიან არა მცირე, არამედ მიკრომეწარმეები, მათაც ექნებათ ორგანიზებულ ბიზნესთან კონტრაქტების გაფორმების საშუალება ისე, რომ ბიზნესმა შემდგომში ეს ხარჯში გაითვალისწინოს," - აღნიშნა  მამუკა ბახტაძემ.  
 
ახალი ინიციატივის შესაბამისად, არამეწარმე ფიზიკური პირების მიერ წარმოებული საქონლის შესყიდვისას ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი დაიბეგრება გადახდის წყაროსთან მინიმალური განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ. ასევე,  შეიცვლება საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც გარკვეულად უზღუდავს მსხვილ ბიზნესს  მცირე ბიზნესის მიერ წარმოებული პროდუქციის  შეძენას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics