|
2018-04-04 11:26:22, 1454 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: ეკონომიკური ზრდის კუთხით პოზიტიური დინამიკა გვაქვს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის კუთხით, პოზიტიური დინამიკაა. მისივე თქმით, 2017 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებში დაფიქსირდა, ხოლო 2018 წლის იანვარ-თებერვალში, ასევე, ზრდის მაღალი მაჩვენებელია: "მინდა, გამოვეხმაურო იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვაქვს ეკონომიკური ზრდის კუთხით. საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად გვქონდა 2017 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებში და 2018 წლის მიმდინარე ორ თვეში ასევე მაღალი ზრდა დაფიქსირდა. თებერვლის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 5.5%, ჯამში იანვარ-თებერვლის მონაცემებით, 6.9% გვაქვს. მოგეხსენებათ, მსოფლიო ბანკმაც გაზარდა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. დაფიქსირებული პოზიტიური მაჩვენებელი მთელ რიგ მაჩვენებლებში პოზიტიური დინამიკითაა გამოწვეული, რომელთა შორისაა საწარმოო ბრუნვა, გაზრდილია ექსპორტი, ტურისტთა რაოდენობა და ასევე ფულადი გზავნილების მაჩვენებელი. ვფიქრობთ, რომ გვექნება ძალიან კარგი მაჩვენებელი წლის ბოლოს, რაც მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, რათა მათ განახორციელონ ახალი გეგმები, ახალი ინვესტიციები და ეს მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, იძლევა პოზიტიურ სურათს", - განაცხადა პრემიერმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)