|
2018-04-03 14:44:51, 1708 ნახვა
სხვადასხვა
BBC-ზე აჭარის შესახებ სარეკლამო რგოლი გადაიცემა - ვიდეო
Choose your favourite colour – ამ სლოგანით აჭარის შესახებ სარეკლამო რგოლი BBC World-ზე ტრიალებს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ტელეკომპანიის ეთერით აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლი „აჭარის ფერები“ გადის, რომლის განახლებულ ვერსიაზეც BBC-მ იმუშავა. „გარდა BBC-სა, რეკლამას ვიწყებთ „ევრონიუსსა“ და „დოიჩე ველეზე“, რაც, სატელევიზიო რეკლამის გარდა, აჭარის შესახებ სიუჟეტების მომზადებას ითვალისწინებს. ბუნებრივია, ამას დაემატება სატელევიზიო რეკლამა, გადაცემები და სიუჟეტები უკვე 16 სამიზნე ქვეყნის ადგილობრივ ტელევიზიებში. ჩვენი სარეკლამო აქტივობები ასევე მოიცავს ონლაინ რეკლამას, გარე რეკლამას, სამიზნე ქვეყნებიდან ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების მოწვევას აჭარაში, რათა მათ უკეთ შეძლონ აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია ჩვენს პოტენციურ ტურისტებთან“, – აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)